logo
Loading data...

საპენსიო სააგენტოს სახელწოდება იცვლება

საპენსიო სააგენტოს სახელწოდება იცვლება

1716376620

ეკონომიკის სამინისტროს კაპიტალის ბაზრის განვითარების და საპენსიო რეფორმის დეპარტამენტის ხელმძღვანელის გიორგი გურგენიძის განცხადებით, საპენსიო სააგენტოს სახელწოდება საპენსიო ფონდი იქნება.

როგორც მან გადაცემა "ბიზნესპარტნიორში" აღნიშნა, სწორედ ფონდის საქმიანობაა მიიღოს კონტრიბუციები, განახორციელოს ინვესტიცია და უკან დაუბრუნოს მონაწილეებს. 

"ცვლილებების შემდეგ ვიღებთ კლასიკური კორპორაციის სტრუქტურას, რომელსაც მართავს მმართველობითი საბჭო. სააგენტოს სახელწოდებაც გახდება ფონდი, რომელიც უკეთესად ასახავს მის ჩართულობას. შეიძლება სააგენტო უფრო მოქნილი დასახელება ყოფილიყო, როდესაც ადმინისტრაციული ნაწილი უფრო დიდია და ჩართულია სახელმწიფოს მხრიდან, თუმცა შინაარსობრივად ეს ფონდია. შესაბამისად, სრულიად შეესაბამება როგორც საერთაშორისო პრაქტიკის სახელით, ისე შინაარსობრივი საქმიანობით.

საპენსიო ფონდი იქნება მმართველობითი სტრუქტურა, ეყოლება აღმასრულებელი დირექტორები, სადაც კანონით იქნება განსაზღვრული, რომ სავალდებულო აღმასრულებელი დირექტორები იქნებიან: გენერალური დირექტორი, მთავარი საინვესტიციო და მთავარი რისკის ოფიცერი და შიდა აუდიტის უფროსი. ეს სამი კონკრეტული, საქმიანობის ის სფეროა, რომელსაც აგრეთვე, სავალდებულო წესით ნებაყოფლობითი პენსიის ევროკავშირის დირექტივაც იცნობს და ჩვენთანაც იგივე დავნერგეთ", - აცხადებს გურგენიძე.

ცნობისთვის, ახალი კანონპროექტი, რომლის ავტორიც ეკონომიკის სამინისტროა 2024 წლის პირველი დეკემბრისთვის უნდა ამოქმედდეს. ცვლილებების თანახმად, საპენსიო სააგენტოს მიერ სხვადასხვა საპენსიო აქტივში ინვესტირების ლიმიტები იზრდება. ასევე, დაკომპლექტდეს ახალი მმართველობითი საბჭო.

ანი მუმლაძე

გადაცემები

info@bp.ge

+995595334912

გამოგვყევით