logo
Loading data...
მთავარი ეკონომიკა

სტატია

საქართველოს გენერალური აუდიტორი გიორგი გაბიტაშვილი გახდა

საქართველოს გენერალური აუდიტორი გიორგი გაბიტაშვილი გახდა

1749629940

გიორგი გაბიტაშვილს  რიგითი სტაჟიორიდან გენერალურ პროკურატურამდე ყველა პოზიცია  აქვს გავლილი,  ნიჭიერი ადამიანია და დარწმუნებული ვარ აუდიტის სამსახურშიც მისი საქმიანობა წარმატებული იქნება, - ამის შესახებ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე კომიტეტის თავმჯდომარე პაატა კვიჟინაძემ განაცხადა, სადაც გენერალური აუდიტორის თანამდებობაზე ასარჩევად გიორგი გაბიტაშვილის კანდიდატურა განიხილეს.

კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ აუდიტის სამსახური და გენერალური პროკურატურა სტრუქტურულად განსხვავებულია, თუმცა  მისი თქმით, „აუდიტის სამსახურში რეკომენდაციები გაიცემა,  გენერალურ პროკურატურაში კი   ძირითადად სისხლის სამართლის საქმეებია,  მაგრამ ორივეს სჭირდება საქმის მოკვლევა, შესწავლა, შემოწმება და  განხილვა. დარწმუნებული ვარ ყველაფერი კარგად იქნება“, - განაცხადა პაატა კვიჟინაძემ და გიორგი გაბიტაშვილს წარმატებები უსურვა, ხოლო  ყოფილ გენერალურ აუდიტორს ცოტნე ყავლაშვილს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.

კომიტეტის სხდომა, გენერალური აუდიტორის კანდიდატურის მოსმენის შემდეგ კითხვა-პასუხის რეჟიმით გაგრძელდა. კომიტეტის წევრების კითხვებს გიორგი გაბიტაშვილმა უპასუხა. პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა გენერალური აუდიტორის თანამდებობაზე ასარჩევად წარდგენილ გიორგი გაბიტაშვილის კანდიდატურას მხარი დაუჭირა.

გამოგვყევით