logo
Loading data...
მთავარი ენერგეტიკა

სტატია

"ენგურჰესისა" და "ვარდნილჰესების კასკადისთვის" ტარიფის დადგენის წესი შეიცვალა

"ენგურჰესისა" და "ვარდნილჰესების კასკადისთვის" ტარიფის დადგენის წესი შეიცვალა

1740051977

პარლამენტმა „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი დაამტკიცა. 

ცვლილების შედეგად, ელექტროენერგიის წარმოების ტარიფების გაანგარიშება-დადგენის დროს არ იქნება გათვალისწინებული „ენგურჰესისა“ და „ვარდნილჰესების“ კასკადის მიერ წარმოებული და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების დაცვით მიწოდებული ელექტროენერგიის ოდენობა სატარიფო რეგულირების პერიოდის შესაბამისი სატარიფო წლისთვის.

წარმოდგენილი ცვლილების მიღების შედეგად, შპს „ენგურჰესისა“ და შპს „ვარდნილჰესების კასკადისთვის“ შესაძლებელი გახდება სამართლიანი ტარიფის დადგენა, რაც თავის მხრივ, ხელს შეუწყობს კომპანიის ფინანსურ გაძლიერებასა და მასზე დაკისრებული ვალდებულებების შეუფერხებლად განხორციელებას.

კანონპროექტით, „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონს ემატება გარდამავალი დებულება, რომლითაც დგინდება ელექტროენერგიის წარმოების ტარიფების გაანგარიშების წესი იმ რეგულირებული ელექტროსადგურებისთვის, რომლებიც ახორციელებენ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ელექტროენერგიის მიწოდებას.



გამოგვყევით