logo
Loading data...
მთავარი ფინანსები

სტატია

"2026 წელს საჯარო მოხელეთა ანაზღაურების 10%-იანი ზრდაა გათვალისწინებული" - ლაშა ხუციშვილი

"2026 წელს საჯარო მოხელეთა ანაზღაურების 10%-იანი ზრდაა გათვალისწინებული" - ლაშა ხუციშვილი

1762945560

2026 წელს გათვალისწინებულია საჯარო მოხელეთა ანაზღაურების 10%-იანი ზრდა - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა 2026 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვისას განაცხადა.

მისი თქმით, ასევე,  განხორციელდება პოლიციელებისა და ჯარისკაცების ხელფასების 10%-იანი ზრდა.

როგორც მან აღნიშნა, თავდაცვის, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და უსაფრთხოების სამსახურების დასაფინანსებლად 2026 წელს გამოყოფილია 3,5 მლრდ ლარზე მეტი, თავდაცვის ინფრასტრუქტურისა და შესაძლებლობების განვითარებისათვის გათვალისწინებულია 445,0 მლნ ლარი.

ლაშა ხუციშვილის  განცხადებით, ამ ეტაპზე, მიმდინარეობს ინტენსიური მუშაობა  სამინისტროებთან, რა დროსაც ხდება პარლამენტის მიერ  წარმოდგენილი შენიშვნებისა და  წინადადებების განხილვა, რომლის დასრულების შემდეგაც, მომდევნო 2 კვირის ვადაში ჩამოყალიბდება მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვარიანტი. ფინანსთა მინისტრის თქმით, გარკვეული ცვლილებები შევა მიმდინარე წლის ბიუჯეტშიც, რომელიც მიმდინარე თვის ბოლომდე წარედგინება პარლამენტს განსახილველად.

პროექტის "მე ვარ აფხაზეთი" განსაკუთრებული მხარდაჭერისთვის, დავით ნარმანიას ორგანიზაცია "მშვიდობის ელჩები - ქვეყნის მომავლისთვის" საპატიო ელჩის ჯილდო გადაეცა

პროექტის "მე ვარ აფხაზეთი" განსაკუთრებული მხარდაჭერისთვის, დავით ნარმანიას ორგანიზაცია "მშვიდობის ელჩები - ქვეყნის მომავლისთვის" საპატიო ელჩის ჯილდო გადაეცა

გამოგვყევით