logo
Loading data...
მთავარი ფინანსები

სტატია

252 ათასზე მეტ მსესხებელს  კრედიტზე საპროცენტო განაკვეთი გაეზრდება

მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების შედეგად, 252 ათასზე მეტ მსესხებელს  კრედიტზე საპროცენტო განაკვეთი გაეზრდება. „საზოგადოება და ბანკების“ ინფორმაციით, 1 აპრილის მდგომარეობით ცვლად საპროცენტო განაკვეთზე 252 029 სესხია  მიბმული.

252 029 ხელშეკრულებიდან, 80% იპოთეკური და სამომხმარებლო სესხებია 19% მცირე და საშუალო ბიზნესზე გაცემული, დიდ ბიზნესზე კი ხელშეკრულებების 1%-ია გაფორმებული.

„ჯამურად, ცვლად საპროცენტო განაკვეთზე 19.9 მლრდ ლარის მოცულობის სესხებია გაცემული. ლარში გაცემული და ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული იპოთეკური სესხების მოცულობა 3.9 მილიარდია, სამომხმარებლო სესხებზე კი 6.2 მლრდ. ლარი არის გაცემული.  მცირე და საშუალო ბიზნესზე ყველაზე დიდი მოცულობის სესხია გაცემული (6.3 მლრდ ლარი), ხოლო დიდ ბიზნესზე 3.4 მლრდ. ლარის.

ლარში გაცემული და ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული იპოთეკური სესხის საშუალო მოცულობა 56,276 ლარს, სამომხმარებლო სესხის 43,587 ლარს, მცირე და საშუალო ბიზნესზე გაცემული სესხის 130,138 ლარს და დიდ ბიზნესზე გაცემული სესხის 1,541,963 ლარს შეადგენს.“-აღნიშნულია „საზოგადოება და ბანკების“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ცნობისთვის, ბოლო ორ წელში პირველად, ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი შეცვალა და მონეტარული პოლიტიკა 0.25 პროცენტული პუნქტით გაამკაცრა. შედეგად, რეფინანსირების განაკვეთი 8.25 პროცენტი გახდა.  მარეგულირებელი გადაწყვეტილებას ინფლაციური რისკების ზრდითა და გლობალური შოკებით ხსნის.

აღსანიშნავია, ისიც რომ ეროვნულ ბანკს რეფინანსირების განაკვეთი 2022 წლის 30 მარტის შემდეგ არ გაუზრდია. . 

გამოგვყევით