logo
Loading data...
მთავარი ფინანსები

სტატია

ADB აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონის ეკონომიკური ზრდის პროგნოზს ამცირებს

აზიის განვითარების ბანკმა (ADB) განვითარებადი აზიის და წყნარი ოკეანის რეგიონის მიმდინარე მომავალი წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი შეამცირა. ამის შესახებ  აზიის განვითარების ბანკის პროგნოზის ანგარიშშია ნათქვამია.

მათივე ინფორმაციით, პროგნოზის შემცირება  ძირითადად ექსპორტის მოსალოდნელმა შემცირებამ განაპირობა. კერძოდ, აშშ-ის მიერ ტარიფების ზრდისა და გლობალურ ვაჭრობაში არსებული გაურკვევლობის ფონზე ადგილობრივი მოთხოვნის შესუსტებამ გამოიწვია.

"ADB-ის პროგნოზით, რეგიონის ეკონომიკები მიმდინარე წელს 4.7%-ით გაიზრდება, რაც აპრილის პროგნოზს 0.2%-ით ჩამოუვარდება. მომავალი წლის მოლოდინიც შემცირდა 4.7%-დან 4.6%-მდე.

განვითარებადი აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონის პერსპექტივები შესაძლოა კიდევ უფრო შემცირდეს აშშ-ის ტარიფებისა და სავაჭრო დაძაბულობის გამწვავებით. სხვა რისკებს შორისაა კონფლიქტები და გეოპოლიტიკური დაძაბულობა, რამაც შესაძლოა მიწოდების გლობალური ჯაჭვები დააღვიოს და გაზარდოს ენერგოპროდუქტების ფასები", -ნათქვამია აზიის განვითარების პროგნოზის 2025 წლის ივლისის ანგარიშში.

ამასთან, ADB-ის მთავარი ეკონომისტის, ალბერტ პარკის ინფორმაციით, აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონმა წელს მზარდი გამოწვევებით სავსე საგარეო ვითარებას გაუძლო.

"ეკონომიკური პროგნოზი შესუსტდა გაძლიერებული რისკებისა და გლობალური გაურკვევლობის ფონზე. რეგიონის ეკონომისტებმა თავიანთი ეკონომიკური საფუძვლების გაძლიერება უნდა განაგრძონ, ღია ვაჭრობა და რეგიონული ინტეგრაცია ინვესტიცების, დასაქმებისა და ეკონომიკური ზრდის ხელშესაწყობად უნდა წაახალისონ", - აღნიშნავს ალბერტ პარკი.

ანგარიშის მიხედვით, გაუარესებული სავაჭრო ვითარება ყველაზე მეტად სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ეკონომიკებს დააზარალებს. 

"ADB ქვერეგიონის ეკონომიკების ზრდას წელს 4.2%-ით, მომავალ წელს კი 4.3%-ით ვარაუდობს, რაც თითქმის ნახევარი პროცენტით ნაკლებია აპრილის მოლოდინებთან შედარებით. დაღმავალ ტენდენციებს არ იზიარებს ქვერეგიონის ზრდის პროგნოზი 2025 და 2026 0.1%-ით გაიზარდა და შესაბამისად 5.5% და 5.1% შეადგინა, რასაც დიდწილად განაპირობებს ნავთობპროდუქტებზე ფასების მოსალოდნელი ზრდა.

ინფლაცია აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონში შენელებას განაგრძობს, ნავთობის ფასების შემცირებისა და სოფლის მეურნეობაში მაღალი მოსავლიანობის გამო, რამაც საკვებ პროდუქტებზე ფასები შეამცირა. ADB წელს რეგიონულ ინფლაციას 2.0%-ს, ხოლო მომავალი წელს 2.1%-ს ელოდება, რაც შემცირებულია აპრილის შესაბამისად 2.3% და 2.2%-თან შედარებით", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ცნობისთვის, ADB მრავალმხრივი განვითარების წამყვანი ბანკია, რომელიც მხარს უჭერს ინკლუზიურ, მედეგ და მდგრად ეკონომიკურ ზრდას აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონში. კერძოდ, წევრ ქვეყნებთან და პარტნიორებთან ერთად კომპლექსური გამოწვევების დასაძლევად მუშაობს. ამასთან, ADB ეყრდნობა ინოვაციურ ფინანსურ ინსტრუმენტებს და სტრატეგიულ თანამშრომლობას, რათა გარდაქმნას ადამიანების ცხოვრება, შექმნას ხარისხიანი ინფრასტრუქტურა და დედამიწა დაიცვას. 1966 წელს დაარსებული ორგანიზაციის მფლობელია 69 წევრი ქვეყანა, მათ შორის 50 რეგიონიდანაა წარმოდგენილი. 

გამოგვყევით