logo
Loading data...

"აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების გადავადება, საგადასახადო ტვირთის შემსუბუქების ერთ-ერთი მექანიზმია" - გიორგი ახალაია

"აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების გადავადება, საგადასახადო ტვირთის შემსუბუქების ერთ-ერთი მექანიზმია" - გიორგი ახალაია

1715087348

"აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების გადავადება საგადასახადო ტვირთის შემსუბუქების ერთ-ერთ მექანიზმს წარმოადგენს, - ამის შესახებ გადაცემა "ბიზნესპარტნიორში" შემოსავლების სამსახურის ვალის დეპარტამენტის სამმართველოს უფროსმა გიორგი ახალაიამ განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, 2023 წელს გაფორმებული საგადასახადო დავალიანების  ჯამურმა მაჩვენებელმა 188 118 238 ლარი შეადგინა.

"საგადასახადო დავალიანება არის ორი სახის: აღიარებული და არ აღიარებული.საგადასახადო დავალიანება აღიარებულია, როცა გადასახადის გადამხდელის მხრიდან არის დეკლარირებული და არ არის სადავო. რაც შეეხება არაღიარებულ დავალიანებას - გადამხდელს აქვს გასაჩივრებული და მიმდინარეობს დავის პროცესი. ეს შეიძლება იყოს როგორც ფინანსთა სამინისტროს სისტემაში, ასევე სასამართლოში.

აღიარებული საგადასახადო დავალიანების ფარგლებში, გადახდევინების უზრუნველყოფის იძულებითი ღონისძიებები ვრცელდება როგორც საბანკო ანგარიშებზე ინკასოს სახით, ასევე ქონებაზე ყადაღის დადების პროცედურებით. აღიარებულ საგადასახადო დავალიანების გადახდის გადავადება, გრაფიკის შედგენა ხელს უწყობს ამ იძულებითი ღონისძიებების გაუქმებას. ანუ გადამხდელს თუ გაუფორმდება გრაფიკი, უუქმდება საგადასახადო დავალიანების უზრუნველყოფის იძულებითი ღონისძიებები როგორიც არის საბანკო ანგარიშებზე ინკასო და ა.შ.", - აცხადებს ახალაია.

 

ანი მუმლაძე

გადაცემები

info@bp.ge

+995595334912

გამოგვყევით