logo
Loading data...

ასოციაცია: საქართველოში ფინტექ ინდუსტრია კარგი ტემპით ვითარდება

ასოციაცია: საქართველოში ფინტექ ინდუსტრია კარგი ტემპით ვითარდება

1707797940

"ფინტექ ასოციაციაში"აღნიშნავენ, რომ საქართველოში ფინტექ ინდუსტრია კარგი ტემპით ვითარდება და ბოლო ხუთი წელია ადგილობრივ  ბაზარზე ზრდის დინამიკა დადებითია.

„ამ, მხრივ ხაზი უნდა გავუსვათ ეროვნული ბანკის ქმედით ნაბიჯებს, მათ შორის, სარეგულაციო  გარემოს გაუმჯობესების მიმართულებით. თუმცა, კიდევ ბევრი რამ არის გასაკეთებელი იმისთვის,  რომ ქვეყნის მიმართ ინტერესი გავზარდოთ. პატარა ბაზრის პირობებში ვფიქრობ, განსხვავებული  უპირატესობები უნდა გამოვიყენოთ, რომ ფინტექ სექტორი უფრო მეტად განვავითაროთ. უკვე გვაქვს სახეზე, რომ ამ სექტორში რამდენიმე საერთაშორისო კომპანია შემოვიდა საქართველოში, რაც ძალიან კარგი ნიშანია იმის, რომ ეს ტენდენცია გაგრძელდება,"-აღნიშნავს დავით კიკვიძე.

მისივე განმარტებით, სფეროს განვითარებისთვის სარეგულაციო გარემოს უფრო მეტად გამარტივება მნიშვნელოვანია.

„უნდა გაგრძელდეს ამ მიმართულებით მუშაობა.  ასევე უნდა შეიქმნას საკანონმდებლო ჩარჩო ახალი მიმართულებებისთვის. ბიზნესსექტორის და სახელმწიფოს მხრიდან უნდა მოხდეს სხვადასხვა შესაბამისი კამპანიის განხორციელება და საერთაშორისო პარტნიორობების დამყარება იმისთვის, რომ ქართული ფინტექ ბაზარი მეტად გაიზარდოს.“-აღნიშნავს დავით კიკვიძე.

ქრისტინე გამთენაძე

გადაცემები

info@bp.ge

+995595334912

გამოგვყევით