საქართველოდან ჩაის ექსპორტისგან მიღებული შემოსავალი 25%-ით შემცირდა. 2026 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოდან მილიონ რვაასი ათას დოლარზე მეტის ღირებულების, 976 ტონა ჩაი გავიდა ექსპორტზე. გასული წლის რვა თვეში კი ჩაის ექსპორტიდან მიღებული შემოსავალი 2 მილიონ 400 ათასს შეადგენდა.
მთავარი საექსპორტო ბაზარი თურქეთია. სადაც 798 000 დოლარამდე ღირებულების ქართული ჩაის რეალიზაცია განხორციელდა. ჩაი ექსპორტზე გავიდა თურქმენეთში, მონღოლეთში, სომხეთში, უკრაინასა და სხვა ქვეყნებში. მათ შორის:
ჩაის ექსპორტიდან მიღებული შემოსავლები ასეთია:
მონღოლეთი - 273 ათასი დოლარი
ყაზახეთი - 135.2 ათასი დოლარი
რუსეთი - 93. 3 ათასი დოლარი
სომხეთი - 86.6 ათასი დოლარი
თურქმენეთი - 71.4 ათასი დოლარი
ჩეხეთი - 47.4 ათასი დოლარი
გერმანია 47 ათასი დოლარი
საფრანგეთი - 46.7 ათასი დოლარი