logo
Loading data...
მთავარი ფინანსები

სტატია

ჩაერთეთ საქართველოს ბანკის განვადების აქციაში და გაინახევრეთ განვადების თანხა

ჩაერთეთ საქართველოს ბანკის განვადების აქციაში და გაინახევრეთ განვადების თანხა

1779095332

საქართველოს ბანკი მომხმარებლების წახალისების მიზნით ახალ კამპანიას იწყებს. ამჯერად, ბანკი მომხმარებლებს განვადების თანხის განახევრების შესაძლებლობას აძლევს.

15-დან-31-მდე მაისის ჩათვლით ის მომხმარებლები, რომლებიც 2,000 ლარზე ნაკლები მოცულობის განვადებას გაააქტიურებენ (ეფექტური ლარში 26%-დან) აქციაში ავტომატურად ჩაერთვებიან. აქციის ფარგლებში კი ყოველი 50-ე მომხმარებელი გამარჯვებულად გამოვლინდება და განვადების ძირი თანხა გაუნახევრდება.

განვადების გააქტიურება შესაძლებელია საქართველოს ბანკის ყველა პარტნიორ მაღაზიაში QR კოდის მეშვეობით, ასევე ინვოისის საფუძველზე განვადების მენეჯერებთან, ბანკირებთან და მერჩანტ დესკებთან.

გაითვალისწინეთ,  რომ აქციაში მონაწილეობისთვის განვადების თანხა 2,000 ლარზე ნაკლები უნდა იყოს.

მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ გამარჯვებულების სტატისტიკას ლაივ რეჟიმში სპეციალურ ბმულზე ადევნონ თვალი: https://bankofgeorgia.ge/ka/retail/installment-statistics

აქციის დეტალური ინფორმაციის მისაღებად კი ეწვიეთ ბმულს: https://bankofgeorgia.ge/ka/about/news/details/6a05b62f1fef920007d7ff80

გამოგვყევით