მ/ო ემბისიმ (MBC) მესამე კვარტალში წმინდა მოგება 721 ათასი ლარით გაზარდა და 9 თვის მდგომარეობით, მისოს წმინდა მოგებამ 1 მლნ ლარს გადააჭარბა. გასული წლის ანალოგიურ პერიოდში 86 118 ლარის მოგება ჰქონდა (Q3/2023 - 86 118;+1092%Y.Y).
კვარტალურ ჭრილში (Q.Q) ზრდა 230%-ს აღემატება. მხოლოდ III კვარტალში, ივლის-სექტემბერში მისომ 721 128 ლარის მოგება დაწერა. აპრილ-ივნისში კი ₾ 213 229.
MBC, 100 მლნ ლარამდე სასესხო პორტფელით, მიკროსაფინანსო დაკრედიტების ბაზარზე, 7%-მდე წილით არის წარმოდგენილი.
მისო მომავალი წელს საკრედიტო აქტივობას უკვე მიკროსაბანკო ბაზარზე აპირებს. როგორც ბევრჯერ არის უკვე გაცხადებული, ის მიკრობანკად უნდა ტრანსფორმირდეს.
წლის დასაწყისიდან მისოს საკრედიტო დაბანდება 8 მილიონი ლარით არის გაზრდილი. MBC არაუზრუნველყოფილ სესხს წლიურ 25-34%-ად, უზრუნველყოფილს (ავტო/ოპოთეკა/ბიზნეს/აგრო/სტარტაპი) კი 20-25%-ის ფარგლებში გასცემს. მენეჯმენტი განაკვეთების დაწევას ბანკად გარდაქმნის შემდეგ გვპირდება.
|
Q3/2023 ₾ |
Q2/2023 ₾ |
აქტივები | 115,304,000 | 5,246,597 |
სესხები | 98,080 000 | 95,182,000 |
შემოსავლები (სა%) | 19,525,860 | 12,783,000 |
მ.შ ლომბარდიდან | 2 308 | 1 913 |
ხარჯები (არა%) | 8,535,417 | 5,609,000 |
მ.შ. პერსონალის | 5,336,261 | 3,519,000 |
წმინდა მოგება | 1,026,530 | 305 402 |