logo
Loading data...
მთავარი ფინანსები

სტატია

ევროკავშირიდან ჩარიცხვების წილი 41%-ს სცდება

უცხოეთიდან აპრილში ყველაზე მეტი ფულადი გზავნილი Zolotaia korona-თი გადმოირიცხა, $73 მლნ -მდე. თითქმის იმდენივე, რამდენიც წინა თვეში. წლიურად, კი აღნიშნული სისტემით გადმორიცხვები 11%-ით გაზრდილია. 

   04/2024  $ მლნ   04/2023  $ მლნ
Zolotaia korona   72,990  65,549
RIA   66,058  56,843  
Monay Gram   52,179  37,737  
Western union   46,684  46,900  

წყარო: სებ-ი 

სებ-ის სტატისტიკით, აპრილის ტრანსფერები 278 515 000 აშშ დოლარს შეადგენს. თითქმის 100 მილიონით ნაკლებია გასული წლის ანალოგიურ პერიოდის მაჩვენებელზე (04/2023 - $ 370 340 000).

საინვესტიციო ბანკირების თქმით, ფულადი გზავნილებიდან კლება სხვა ფუნდამენტური ფაქტორების გაუმჯობესებით ბალანსდება. ახალი მიმართულებები გაჩნდა, მათ შორის, ციფრული ტექნოლოგიები, რომელსაც დიდი პოტენციალი აქვს. ამასთან მიგრაციის ეფექტის მილევის მიუხედავად, ანალიტიკოსები ტურიზმიდან სავალუტო შემოდინებების ზრდის შენარჩუნებას ელიან. 

სებ-ის სტატისტიკით, ევროკავშირის ქვეყნებიდან გზავნილების წილი გადმორიცხვებში 41.8%-მდეა გაზრდილი. გასული წლის ანალოგიურ პერიოდში 28% იყო. გადმორიცხვების წლიური ზრდა კი 12%-ს აღემატება.

საქართველოს ყველაზე მსხვილი დონორი ქვეყნები ევროკავშირიდან

    04/24  $  
იტალია   45.8   მლნ  
საბერძნეთი   21.9   მლნ  
გერმანია    20.7   მლნ  

წყარო: სებ-ი

გამოგვყევით