სებ-ის ფინანსური განათლების პლატფორმა FinEdu - ფინედუ „სკოლა-ბანკის“ პროექტის ფარგლებში მასწავლებელთა გადამზადებას განაგრძობს.
პროექტი 2-ეტაპიანია და მოიცავს, ერთი მხრივ, მასწავლებლების „ფინედუს“ ტრენინგში ჩართულობას, მეორე მხრივ კი, სკოლაში მოსწავლეებისთვის „სკოლა-ბანკის“ 15-გაკვეთილიანი კურსის ჩატარებას. ტრენინგი ეროვნულ ბანკში 5-6 სექტემბერს გაიმართა და მას საქართველოს სხვადასხვა რეგიონის საჯარო თუ კერძო სკოლების პედაგოგები ესწრებოდნენ.
აღნიშნული პროექტის ფარგლებში სებ-ბა უკვე მასწავლებელთა 11 ნაკადს უმასპინძლა და 200-ზე მეტი პედაგოგი გადაამზადა.