logo
Loading data...
მთავარი ფინანსები

სტატია

გასულ წელს კომპანიების მიერ გამოშვებული ფასიანი ქაღალდების რაოდენობა გაიზარდა

გასულ წელს საქართველოს საფონდო ბირჟის სავაჭრო სესიებზე 2 ბანკის - საქართველოსა და ლიბერთის აქციებზე დაიდო გარიგებები. ორივე ბანკის მიერ დადებული გარიგებების ჯამურმა ღირებულებამ 162 429 ლარი შეადგინა. აქედან გამომდინარე შეიძლება ითქვას, რომ სააქციო ბაზარი აქტიური არ იყო, თუმცა გასული წელი გამოირჩეოდა კორპორაციული ობლიგაციების ემისიით.

საფონდო ბირჟის გენერალური დირექტორის მოადგილის განცხადებით, საფონდო ბირჟაზე შეიცვალა ამ დრომდე არსებული ტენდენცია და საერთაშორისო ორგანიზაციების ობლიგაციებს,  კორპორაციულმა ობლიგაციებმა გადააჭარბა.

„ბირჟაზე ძირითადად დალისტულია ობლიგაციები, სასესხო ფასიანი ქაღალდები, რომელთაც ზოგადად არ ახასიათებს აქტიური ვაჭრობა. თუმცა, ლისტინგების რაოდენობის თვალსაზრისით ნამდვილად წარმატებული წელი იყო როგორც რაოდენობის, ისე თანხის თვალსაზრისით, გაიზარდა პორტფელი.

ამასთან, კერძო კომპანიების მხრიდან გაიზარდა დაინტერესება, თუ მანამდე კაპიტალიზაციის დიდ ნაწილს საერთაშორისო ორგანიზაციების ობლიგაციები შეადგენდა, რომლებიც ქვეყანაში ეკონომიკის მხარდასაჭერად იყო გაცემული. წლის ბოლოს ძალიან შემცირდა მათი წილი და გაიზარდა უშუალოდ ეკონომიკური სუბიექტების მიერ გამოშვებული ფასიანი ქაღალდების რაოდენობაც და მოცულობაც.“-აღნიშნა ნინო ქურდიანმა.

გამოგვყევით