logo
Loading data...
მთავარი ფინანსები

სტატია

საქართველოში ევროკავშირიდან მოგზაურობით მიღებული შემოსავლები მზარდია

საქართველოში ევროკავშირიდან მოგზაურობით მიღებული შემოსავლები მზარდია

1792482720

2026 წლის მესამე კვარტალში საქართველომ მოგზაურობიდან  1,864.4 მილიონი აშშ დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 11.9%-ით მეტია. ჯამურად სამ კვარტალში ქვეყანამ 3,796.1 მილიონი აშშ დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც წლიურად 4.4%-იანი ზრდაა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს. 

საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებულ შემოსავალში 2026 წლის მესამე კვარტალში ევროკავშირის ქვეყნების წილი 16.6%-ით განისაზღვრა და 310.2 მილიონ აშშ დოლარს გაუტოლდა - ზრდა წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 30.2%-ია.

სტატისტიკის მიხედვით, გაზრდილია რუსეთიდან, ისრაელიდან, აზერბაიჯანიდან და უკრაინიდან მიღებული შემოსავლები, წლიურად 32.3%, 24.8%, 18.6% და 52.5%-ით და, შესაბამისად, 334.2, 234.9, 78.8 და 68.4 მლნ აშშ დოლარს უტოლდება. ახლო აღმოსავლეთში ომის ფონზე, შემცირებულია ირანიდან და საუდის არაბეთიდან მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლები წლიურად 21.3%-ით, და 31.9%-ით შემცირდა შესაბამისად, 33.8 და 58.5 მლნ აშშ დოლარამდე.

საქართველოს შემოსავლები მოგზაურობიდან ქვეყნების ჭრილში 2026 წლის მესამე კვარტალში შემდეგნაირად ნაწილდება:

საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებული შემოსავალი, მილიონი აშშ დოლარი

III კვ. 2026

აზერბაიჯანი

78.8

ბელარუსი

44.4

თურქეთი

173.2

ირანი

33.8

ისრაელი

234.9

რუსეთი

334.2

საუდის არაბეთი

58.5

სომხეთი

66.4

უკრაინა

68.4

ევროკავშირი

310.2

დანარჩენი ქვეყნები

461.5

გამოგვყევით