კერძო საპენსიო ფონდების მოცულობა ნელი ტემპით იზრდება და ბოლო მონაცემებით, 62 მილიონ ლარს აჭარბებს. გასული წლის 9 თვეში კერძო საპენსიო ფონდში განხორციელებულმა შენატანებმა 9 მილიონ ლარს მიაღწია.
რაც შეეხება მონაწილეთა რაოდენობას, ბოლო მონაცემებით სისტემაში 12 216 ადამიანია ჩართული. ამასთან, საპენსიო სქემების საინვესტიციო შემოსავალი ჯამურად 4.3 მლნ ლარს შეადგენს. 2025 წლის 9 თვის მდგომარეობით, დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურში 3 არასახელმწიფო საპენსიო სქემაა რეგისტრირებული, რომელთაგანაც 2 სქემის დამფუძნებელი სადაზღვევო ორგანიზაციაა, ("ალდაგი" და "ჯი პი აი ჰოლდინგი") ხოლო ერთი სქემა "საქაერონავიგაციას" ეკუთვნის და კომპანიის დასაქმებულებისათვის არის შექმნილი.