logo
Loading data...
მთავარი ფინანსები

სტატია

"ლარის გამყარება ჩვენთვის სიურპრიზი არ ყოფილა" - ოთარ ნადარაია

"ლარის გამყარება ჩვენთვის სიურპრიზი არ ყოფილა" - ოთარ ნადარაია

1741839900

ლარის გამყარება ჩვენთვის სიურპრიზი არ ყოფილა, რადგან ის მოვლენები, რაც საქართველოში ვიხილეთ, უფრო სენტიმენტების კუთხით იყო, ვიდრე უშუალოდ შოკი ლარის კურსის მიმართ, - ამის შესახებ გადაცემა „ბიზნესპარტნიორში“ „თიბისი კაპიტალის“ მთავარმა  ეკონომისტმა ოთარ ნადარაიამ განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, დღეს ჩვენ ისევ ძლიერი დოლარის ეპოქაში ვრჩებით. 

"ჩვენ თუ ძირითად სავალუტო შემოდინებებს შევხედავთ, ამ მხრივ დიდი ცვლილება არ ყოფილა. ბოლო პერიოდში გრძელვადიანი მოხმარების საგნებზე შედარებით ნაკლებია მოთხოვნა. ანუ ერთის მხრივ ჩვენ თუ გვაქვს ეკონომიკა, რომელიც არ იყო დამოკიდებული გარედან სესხებაზე, არამედ ძირითად სავალუტო შემოდინებები იყო გზავნილები, ტურიზმი და ასევე, ჩვენ გვაქვს დიდი იმპორტი, მათ შორის, გრძელვადიანი მოხმარების საგნების იმპორტი, რომელიც შემცირებულია - ეს თავისთავად წმინდა გამოხატულებაში იწვევს იმას, რომ არათუ ნეგატიური, არამედ პოზიტიურიც შეიძლება იყოს ლარისთვისაც.

მაგალითად, ევროს მიმართ ლარი მცირედით გაუფასურდა. შესაბამისად, როდესაც ვსაუბრობთ პროგნოზზე, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია რომელ ვალუტასთან მიმართებაში. ჩვენი სტრატეგია - "ლარი, ევრო, დოლარის არჩევანი"  - ამ ვალუტების უფრო თანასწორულ შეფასებებს ეყრდნობა", - აცხადებს ოთარ ნადარაია.

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 11 მარტის ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7775  გახდა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი  3.0297  ლარია.  

გამოგვყევით