logo
Loading data...
მთავარი ფინანსები

სტატია

მასწავლებლებისთვის "ფინანსური განათლების ეროვნული ჯილდო 2026" იწყება

მასწავლებლებისთვის "ფინანსური განათლების ეროვნული ჯილდო 2026" იწყება

1757486460

ეროვნული ბანკი და მისი ფინანსური განათლების პლატფორმა - www.finedu.gov.ge (შემდგომში - „ფინედუ“) სს „ბაზისბანკის“ მხარდაჭერით, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების/სკოლის მასწავლებლებისთვის, რომლებიც ახორციელებენ აქტივობებს ფინანსური განათლების ხელშესაწყობად, „ფინანსური განათლების ეროვნული ჯილდოს“ მოსაპოვებლად კონკურსს აცხადებს.

ჯილდოს დაწესების მიზანია ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში/სკოლებში  ფინანსური განათლების გაძლიერების ხელშეწყობა და სწავლების ხარისხის ამაღლება ინოვაციური სწავლების მიდგომების გზით. კონკურსში მონაწილეობა შეუძლია საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო საჯარო და კერძო სკოლების ნებისმიერი საგნის მოქმედ მასწავლებელს, რომელიც 2025-2026 სასწავლო წლის განმავლობაში სწავლების ნებისმიერ (დაწყებითი, საბაზო, საშუალო) საფეხურზე: 

  • ასწავლის ფინანსური განათლების თემებს  ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში/სკოლებში ან სამოქალაქო განათლების დამოუკიდებელ  საგანში  ან სხვა საგნებში ინტეგრირებულად;
  • სწავლებისას იყენებს ინოვაციურ და მოსწავლეზე ორიენტირებულ სწავლების მეთოდებს;
  • ახორციელებს მოსწავლეთა ფინანსური წიგნიერების ამაღლებაზე მიმართულ პროექტებსა და აქტივობებს;
  • ხელს უწყობს ფინანსური განათლების შესახებ ცნობიერების ამაღლებას სხვა მასწავლებლებსა და/ან მოსწავლეთა მშობლებში საკუთარი ცოდნის და/ან ინფორმაციის გაზიარებით;
  • შეავსებს საკონკურსო განაცხადის ფორმას და თან დაურთავს შესაბამისი აქტივობების დამადასტურებელ მასალას.

განაცხადების მიღება 15 მაისი – 15 ივნისის პერიოდში განხორციელდება. მთავარი პრიზი კი ეროვნული ჯილდოს ტიტული და “ბაზისბანკისგან” 5000 ლარი იქნება.

დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.

გამოგვყევით