logo
Loading data...
მთავარი ფინანსები

სტატია

მესამე პირის პასუხისმგებლობის დაზღვევის კანონპროექტი სასურველია მალე დამტკიცდეს - დავით ონოფრიშვილი

დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის დავით ონოფრიშვილის განცხადებით, მესამე პირის პასუხისმგებლობის დაზღვევის კანონპროექტი ეკონომიკის სამინისტროშია გადაცემული და რაც მალე დამტკიცდება, მით უკეთესი იქნება. 

როგორც მან გადაცემა "ბიზნესპარტნიორის" ღამის ეთერში განაცხადა, მესამე პირის პასუხისმგებლობის დაზღვევა ერთის მხრივ, სწორედ დაბალ შემოსავლიანი მოსახლეობისთვის არის, რომ შემთხვევით ავარიის შემთხვევაში ფინანსურად არ დაზარალდეს.

"დაზღვევა გიცავს უცაბედი, მოულოდნელი, ფინანსური რესურსების გამოყოფისგან და ეს რომ გამორიცხო ამისთვის არის საჭირო დაზღვევა. უცხოეთის მოქალაქეები ნერვიულობენ, როცა რაღაც დაზღვევა არ აქვთ და ჩვენთან პირიქით, ფიქრობენ, რომ რა საჭიროა დაზღვევა. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო პერიოდში ცნობიერება იზრდება. მე მოვუწოდებ მოსახლეობას, რომ დააზღვიონ უძრავი თუ მოძრავი ქონება, რადგან დაზღვევა ეხმარება მათ, რომ მშვიდად იყვნენ დ აუცილებელი პროდუქტია", - აცხადებს დავით ონოფრიშვილი.

შეგახსენებთ, რომ დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსი დავით ონოფრიშვილი 2024 წელს აცხადებდა, რომ  ავტომფლობელებს წლიურად 150-200 ლარამდე თანხის გადახდა მოუწევთ, იმისთვის რომ მესამე პირის პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევა შეიძინონ.

გამოგვყევით