logo
Loading data...
მთავარი ფინანსები

სტატია

მიხეილ დუნდუა: ბიუჯეტის გამჭვირვალობის მიხედვით, საქართველო მსოფლიოში პირველ ადგილზეა

ფინანსთა მინისტრის  მოადგილე მიიჩნევს, რომ კერძო სექტორის მიმართ  სახელმწიფოს მხარდაჭერა ბიზნესს ინვესტიციების განხორციელებისკენ უბიძგებს. როგორც  მიხეილ დუნდუამ „ბიზნესპარტნიორის“ ღამის ეთერში სტუმრობისას აღნიშნა, ქვეყანაში დაფიქსირებული ეკონომიკური ზრდა ინკლუზიურია.

მხარდაჭერა, რომელსაც ახლა ახორციელებს სახელმწიფო კერძო სექტორის მიმართ,  არა მარტო ფისკალური, არამედ ზოგადად კეთილგანწყობის თვალსაზრისით, არსებითი და მნიშვნელოვანია, იმისთვის რომ მეწარმეებმა მიიღონ სწორი გადაწყვეტილება და დააბანდონ ინვესტიცია, გაზარდონ ეკონომიკა. შეუძლებელია ეს არ იყოს ინკლუზიური და ამას ფართო მასები არ გრძნობდნენ.  ბუნებრივია, როდესაც ეკონომიკა იზრდება, ყველა ადამიანის მდგომარეობა ერთნაირად  არ უმჯობესდება. მაგრამ ჩვენ ვხედავთ კონკრეტულ პარამეტრებს. დასაქმების მაჩვენებლებს, ახალ ისტორიულ მაქსიმუმზეა სამუშაო ადგილზე დასაქმებულთა რაოდენობა, მათი ხელფასები,შემოსავლები. ამ ნაწილს ვითვლით სწორად.  ეს აისახება ბიუჯეტში საშემოსავლო გადასახადის სახით, ამას აკონტროლებს მსოფლიო ბანკი, საერთაშორისო ინსტიტუტები და თუ რამე შეცდომა იქნა, შეუძლებელია ეს ვინმეს გამოეპაროს“,-აცხადებს მიხეილ დუნდუა.

მისივე თქმით,  ბიუჯეტის გამჭვირვალობის მიხედვით საქართველო მსოფლიოში პირველ ადგილზეა. ოქტომბერში გამოქვეყნებული მსოფლიო ბანკის  ბიზნეს მზაობის ანგარიშის მიხედვით კი  ბიზნესისათვის საუკეთესო ლოკაციად დასახელდა საქართველო.

"საბიუჯეტო პარამეტრებით ცალსახად ჩანს, რომ კეთილდღეობის მაჩვენებელი უმჯობესდება ქვეყანაში. ხელფასები ხომ პირდაპირ მიბმულია საბიუჯეტო შემოსავლებზე. როცა პირველ ადგილზე ხარ ღია ბიუჯეტის ინდექსის მიხედვით, ამაში ეჭვის შეტანა შეუძლებელია“,-აღნიშნა მიხეილ დუნდუამ.

გამოგვყევით