logo
Loading data...
მთავარი ფინანსები

სტატია

მისოების სესხების თითქმის ნახევარი ოქროს ლომბარდია

2023 წლის 9 თვის მდგომარეობით, 34 მიკროსაფინანსო ორგანიზაციის 1.645 მლრდ ლარის საკრედიტო დაბანდებაში 708 მლნ ლარის სესხები ოქროთია უზრუნველყოფილი (ვერცხლით და სხვა ძვირფასი ლითონით); ₾232.5 მილიონის, უძრავი ქონებით და 103.8 მლნ ლარის სესხები მესამე პირის გარანტიით არის გაცემული. 296,6 მლნ ლარის პორტფელი ავტოლომბარდზე მოდის.

მესამე კვარტალში ყველაზე მეტად, 5.3%-ით გაზრდილია ავტოლომბარდი. ნახევარწლიური  ანგარიშით, პირველი  ივლისისთვის, სექტორს 282 მლნ ლარის ავტოსალომბარდე სესხი ჰქონდა გაცემული.

ბოლო საანგარიშო კვარტალში, მისოების უზრუნველყოფილი სესხების პორტფელი 20 მილიონით ლარით გაიზარდა. გადაუხდელი სესხის  სანაცვლოდ დასაკუთრებული ქონების ღირებულება კი წლიურად 3.7 მლნ ლარით შემცირებულია. 

 TOP-5  მისო დასაკუთრებული უძრავ-მოძრავი ქონებით

 მ/ო    Q3/2023     
კრისტალი 673 000
MBC 382 700
ლიდერ კრედიტი  224 700
ლაზიკა კაპიტალი  176 060
სვის კაპიტალი  156 092
   ₾

გამოგვყევით