logo
Loading data...
მთავარი ფინანსები

სტატია

ნათია თურნავამ მონაწილეობა მიიღო ლონდონის საფონდო ბირჟაზე ზარის დარეკვის ცერემონიაში, რომელიც საქართველოს ბანკის FTSE 100 ინდექსში გაწევრიანებას მიეძღვნა

ნათია თურნავამ მონაწილეობა მიიღო ლონდონის საფონდო ბირჟაზე ზარის დარეკვის ცერემონიაში, რომელიც საქართველოს ბანკის FTSE 100 ინდექსში გაწევრიანებას მიეძღვნა

1778150005

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, ნათია თურნავამ მონაწილეობა მიიღო ლონდონის საფონდო ბირჟაზე გამართულ ზარის დარეკვის ცერემონიაში, რომელიც საქართველოს ბანკის, როგორც Lion Finance Group-ის წევრი კომპანიის, FTSE 100 ინდექსში გაწევრიანებას მიეძღვნა.

ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას, ნათია თურნავამ ყურადღება გაამახვილა საქართველოს ფინანსური სექტორის განვითარებასა და საერთაშორისო ბაზრებთან ინტეგრაციაზე. მისი თქმით, აღნიშნული მოვლენა ასახავს იმ პროგრესს, რომელსაც ქვეყანამ ფინანსური სისტემის გაძლიერებისა და საერთაშორისო სტანდარტებთან დაახლოების მიმართულებით მიაღწია.

„ეს მნიშვნელოვანი ეტაპია საქართველოს ფინანსური სექტორისთვის და ასახავს მის სანდოობასა და საერთაშორისო ბაზრებზე წარმატებულ პოზიციონირებას. საქართველოს ბანკის ეს მიღწევა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ჩვენი ქვეყნის ფინანსური სექტორი ძლიერი და საიმედოა. ჩვენი რეგულატორული ჩარჩო კი სრულ შესაბამისობაშია საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკებთან, ხოლო ინსტიტუციები საკმაოდ კონკურენტულები საერთაშორისო დონეზე,“ - განაცხადა სებ-ის პრეზიდენტმა.

ზარის დარეკვის ცერემონია ლონდონის საფონდო ბირჟის ტრადიციული სიმბოლური ღონისძიებაა, რომელიც მნიშვნელოვან კორპორაციულ მოვლენებს ეძღვნება და მასში მონაწილეობენ ფინანსური სექტორის წარმომადგენლები, ინვესტორები და სხვა დაინტერესებული მხარეები.

გამოგვყევით