logo
Loading data...
მთავარი სოფლის მეურნეობა

სტატია

აგროქიმიკატებსა და პესტიციდებზე ფასნამატი ზოგიერთ შემთხვევაში 100%-ს აჭარბებს - GCCA

აგროქიმიკატებსა და პესტიციდებზე ფასნამატი ზოგიერთ შემთხვევაში 100%-ს აჭარბებს. ამის შესახებ კონკურენციისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის სააგენტოს შუალედურ ანგარიშშია საუბარი.

დოკუმენტის თანახმად, 2022-2025 წლებში გამოვლენილია 75 შემთხვევა, როცა აგროქიმიკატების ფასნამატი იმპორტის დონიდან საცალო დონემდე ას პროცენტზე მეტია. მსგავსი დინამიკა პესტიციდების შემთხვევაში უფრო ხშირია და მთლიანობაში ასეთი 86 შემთხვევაა იდენტიფიცირებული. რაც შეეხება იმპორტის მაჩვენებლებს 2022-2025 წლებში ქვეყანაში ყველაზე დიდი მოცულობით აგროქიმიკატები რუსეთიდანაა შემოსული. იმპორტი თურქეთიდან და ევროპის ქვეყნებიდანაც ხორციელდება.

შუალედური ანგარიშის თანახმად, ფასნამატი შედარებით დაბალია აგროქიმიკატების  იმ კატეგორიაზე რომელთა მიმართაც მომხმარებლების ცნობიერება მაღალია, შესაბამისად არსებობს კონკურენტული წნეხი.

აგროქიმიკატებისა და პესტიციდების ბაზრის მონიტორინგი საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის სააგენტომ 2025 წლის 9 ივნისს დაიწყო. მოკვლევის დაწყების საფუძველი სურსათის ეროვნული სააგენტოს მიმართვა გახდა.

გამოგვყევით