logo
Loading data...
მთავარი ფინანსები

სტატია

ოთარ ნადარაია: სებ-ის მონეტარული პოლიტიკის გადაწყვეტილება ჩვენს მოლოდინებთან შესაბამისობაშია

ოთარ ნადარაია: სებ-ის მონეტარული პოლიტიკის გადაწყვეტილება ჩვენს მოლოდინებთან შესაბამისობაშია

1762348763

სებ-ის მონეტარული პოლიტიკის გადაწყვეტილება ჩვენს მოლოდინებთან შესაბამისობაშია , - ამის შესახებ "თიბისი კაპიტალის"  მთავარმა ეკონომისტმა ოთარ ნადარაიამ განაცხადა.

მისი თქმით, თიბისი კაპიტალის პროგნოზია რომ 2025 წლის ბოლოსკენ მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის ცვლილება არ მოხდებოდა.

„ჩვენ უკვე დიდი ხანია წელს გვაქვს პროგნოზი რომ განაკვეთი არ შეიცვლება. რა თქმა უნდა ბევრი არგუმენტია ამ მხრივ და ეს მოცემულია სებ-ის პრესრელიზში. თავისთავად, ინფლაცია პირველ რიგში, წლიური ინფლაცია მართლაც მაღალია, მაგრამ გასათვალისწინებელია, რომ ყოველთვიური ინფლაცია დაახლოებით, ბოლო 4 თვეა უკვე სამიზნესთან ახლოს არის ანუ თვე-თვეზე თუ შევხედავთ საბაზრო ეფექტის თემა არის, თავისთავად სურსათის გაძვირება პრობლემაა, მაგრამ ეს უკვე წარსულში მოხდა და სამომავლოდ ჩვენი სცენარი ის არის რომ ინფლაცია დაუბრუნდება სამიზნე მაჩვენებელს.

ჩვენ ვფიქრობთ რომ დღევანდელი 5.2-დან დაახლოებით 4.5 იქნება წლის ბოლოს ანუ უკვე დაიწყებს ამ წელსვე კლებას და ასევე შემდეგ წელს. რატომ არ შეიძლება კიდევ შემცირება? შეიძლება მაგრამ როგორც ეს არის სებ-ის პრესრელიზში აღნიშნული გაურკვევლობა ჯერ კიდევ დიდია, როგორც საერთაშორისო მასშტაბით, ასევე არის ქვეყნის შიგნითაც გამოწვევები და ასევე დავამატებდი რომ Fed -ის განაკვეთიც მნიშვნელოვანია, Fed -ის განაკვეთიც ახდენს როგორც ყოველთვის ჩვენი და სხვა ქვეყნების განაკვეთებზე ზეგავლენას. როდესაც Fed -ის განაკვეთი იქნება უფრო დაბალი ჩვენთანაც უფრო მეტი შემცირების შესაძლებლობა იქნება “, - განაცხადა ოთარ ნადარაიამ.

შეგახსენებთ, საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 2025 წლის 5 ნოემბრის სხდომაზე მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი (რეფინანსირების განაკვეთი) უცვლელად შეინარჩუნა. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 8.0 პროცენტს შეადგენს. 

გამოგვყევით