logo
Loading data...
მთავარი ფინანსები

სტატია

ქართულმა ბანკებმა ნოემბერში, წინა თვესთან შედარებით ₾944.67 მლნ-ით მეტი სესხი გასცეს

ქართულმა ბანკებმა ნოემბერში, წინა თვესთან შედარებით ₾944.67 მლნ-ით მეტი სესხი გასცეს

1766660245

კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობამ (ბანკთაშორისი სესხების გარდა), 2025 წლის ნოემბრის ბოლოსათვის 68.97 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც 944.67 მილიონი ლარით (1.39%-ით) მეტია წინა თვის ბოლოს არსებულ მაჩვენებელზე (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, 1.62% -ით მეტი). სესხების წლიურმა ზრდამ გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით 13.75% შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი აქვეყნებს

მარეგულირებლის ინფორმაციით, ამავე პერიოდში, წინა თვესთან შედარებით ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 652.59 მლნ ლარით (1.65%-ით) , ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 292.08 მლნ ლარით (1.02%-ით) გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, გაიზარდა 1.58%-ით).

რეზიდენტი იურიდიული პირებისათვის 2025 წლის ნოემბრის ბოლოს, კომერციულ ბანკებს ეროვნული ვალუტით გაცემული ჰქონდათ 11.04 მილიარდი ლარის (წინა თვესთან შედარებით 2.05%-ით მეტი), ხოლო უცხოური ვალუტით 19.35 მილიარდი ლარის (წინა თვესთან შედარებით 1.40%-ით მეტი) მოცულობის სესხი (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, 1.96 %-ით მეტი).

2025 წლის ნოემბრის განმავლობაში 1.25%-ით, ანუ 444.53 მილიონი ლარით გაიზარდა რეზიდენტი შინამეურნეობების სექტორის დაკრედიტების მოცულობა და ნოემბრის ბოლოსათვის 35.97 მილიარდი ლარი შეადგინა

2025 წლის ნოემბრის ბოლოსათვის, მთლიანი სესხების ლარიზაციის კოეფიციენტმა 58.18% შეადგინა. წინა თვის ბოლო მდგომარეობასთან შედარებით, გაიზარდა 0.151 პროცენტული პუნქტით (გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, გაიზარდა 0.02 პროცენტული პუნქტით).

გამოგვყევით