logo
Loading data...

ქვეყნის სუვერენული ობლიგაცია ინვესტორების ნდობას ინარჩუნებს

ქვეყნის სუვერენული ობლიგაცია ინვესტორების ნდობას ინარჩუნებს

1700490600

საქართველოს სუვერენული ევროობლიგაციის (GEORG) პოზიცია გაუმჯობესდა. გასულ კვირას 7.2%-იანი შემოსავლიანობით ივაჭრებოდა.

G&T-ის სტატისტიკით, კვირის ვაჭრობა  89.92-ით დაიხურა (წინა საანგარიშო კვირის ტრენდი: 7,42%; 89.7).

ქვეყნის ფასიანი ქაღალდების ტრენდზე ბოლოდროინდელი მოვლენები ნაკლებად აისახა. G&T-ის საინვესტიციო ბანკირების თქმით, GEORG -ის სტაბილურობას ჯანსაღი მაკროეკონომიკური პარამეტრები განაპირობებს, მ.შ. ვალის (საშინაო და საგარეო) კოეფიციენტის შემცირება (<40%), ფისკალური დეფიციტის დაბალი მაჩვენებელი (3%). რაც ქვეყნის რისკიანობას ამცირებს და ისახება ინვესტორთა განწყობებზე.

ქვეყნის სუვერენული 5-წლიანი ახალი ბონდები, 2.75%-ად, 2021 წლის აპრილში განთავდა.

ამასთან მნიშვნელოვნად, შემცირებულია GEORG-ს სპრედი. მის შესადარ აშშ-ს სახაზინო ობლიგაციებთან მიმართებაში.

აშშ-ს 10-წლიანი ობლიგაციების განაკვეთიც დაწეულია. გრძელვადიანი ფასიანი ქაღალდების შემოსავლიანობა 4.61%-დან 4.45%-მდე შემცირდა, ხოლო 10-წლიანი გერმანული სახაზინოს (ევროპული ბენჩმარკი) განაკვეთი 2.72%-დან 2.59%-მდე.

კლება გამოიწვია აშშ-ში მოლოდინზე უფრო დაბალი ინფლაციის გამოქვეყნებამ. მთლიანი ინფლაცია 3.7%-დან 3.2%-მდე, ხოლო საბაზო ინფლაცია 4.1%-დან 4%-მდე შემცირდა.

ბაზრის მოლოდინის თანახმად, დეკემბერში ფედის მიერ განაკვეთების უცვლელად დატოვების ალბათობა 100%-
ია. 

ნინო შუბითიძე

გადაცემები

info@bp.ge

+995595334912

გამოგვყევით