logo
Loading data...
მთავარი ფინანსები

სტატია

რატომ არის საქართველოს ბანკის Student Card ახალგაზრდების რჩეული ბარათი? - გაეცანით შეთავაზებებს

რატომ არის საქართველოს ბანკის Student Card ახალგაზრდების რჩეული ბარათი? - გაეცანით შეთავაზებებს

1756889365

სტუდენტობა თავგადასავლებითა და გამოწვევებით სავსე პერიოდია. ხშირად, ეს გამოწვევები ფინანსებსაც უკავშირდება. სწორედ ამიტომ, საქართველოს ბანკი, ლოიალობის პროგრამის ფარგლებში, სტუდენტებისთვის სპეციალურ შეთავაზებების გაკეთებას აქტიურად განაგრძობს, რაც სტუდენტებს თანხის დაზოგვასა და ცხოვრების გამარტივებაში დაეხმარებათ.

უპირატესობები, რასაც სტუდენტური ბარათი გთავაზობს:

შეღავათიანი მგზავრობა საზოგადოებრივ ტრანსპორტში

თუ უნივერსიტეტში სასიარულოდ ან მეგობრებთან შესახვედრად ხშირად გჭირდებათ საზოგადოებრივი ტრანსპორტი, სტუდენტურ ბარათს სპეციალური სამგზავრო ტარიფი აქვს:

  • თბილისსა და რუსთავში: 20 თეთრი
  • ბათუმში: 15 თეთრი
  • ზუგდიდში: 50%-იანი ფასდაკლება

ჯანდაცვის პროგრამა სტუდენტური ბარათის მფლობელებისთვის

აქტიური სტუდენტური ცხოვრების ფონზე ჯანმრთელობაზე ზრუნვას ხანდახან ნაკლებ ყურადღებას ვაქცევთ. თუმცა, როცა სტუდენტური ბარათი გაქვს, ეს ბევრად მარტივია. ჯანდაცვის პროგრამა სტუდენტური ბარათის ყველა მფლობელს ეკუთვნის და შეგიძლიათ:

  • უფასოდ ეწვიოთ ევექსის სპეციალისტებს: გინეკოლოგი, უროლოგი, ნევროლოგი, ოფთალმოლოგი და სხვა.
  • 100% დაფინანსებით ჩაიტაროთ ლაბორატორიული კვლევები: სისხლის საერთო ანალიზი, გლუკოზა, ქოლესტერინის დონე და სხვა.
  • 100% დაფინანსებით ჩაიტაროთ ინსტრუმენტული კვლევები: ელექტროკარდიოგრაფია, მუცლის ღრუს ექოსკოპია და სხვა.
  • 50%-მდე ფასდაკლებით მიიღოთ სტომატოლოგიური მომსახურება ნიუ დენტში.
  • 25% ფასდაკლებით შეიძინოთ მედიკამენტები ჯიპისისა და ფარმადეპოში, ხოლო კოსმეტიკაზე 35% ფასდაკლებით ისარგებლო.

გარდა ამისა, არ გამოგრჩეთ და თვალი ადევნეთ მობილბანკში შეთავაზებების ჰაბს, სადაც 10-15 სექტემბრამდე Back To School შეთავაზებები დაგხვდებათ.

თუ ჯერ არ გაქვთ სტუდენტის ბარათი, მას ძალიან მარტივად, მობილბანკის დახმარებით შეუკვეთავთ და ციფრულ ბარათს სულ რამდენიმე წამში გაიაქტიურებთ. ფიზიკური ბარათის მიღებას კი ჩვენს ნებისმიერ ფილიალში შეძლებთ.

გამოგვყევით