logo
Loading data...
მთავარი ფინანსები

სტატია

"საბანკო დეპოზიტები აგვისტოში ₾1 მლრდ-ით გაიზარდა" - სებ

"საბანკო დეპოზიტები აგვისტოში ₾1 მლრდ-ით გაიზარდა" - სებ

1758810745

საბანკო სექტორში განთავსებული დეპოზიტების (ბანკთაშორისი დეპოზიტების გარდა) მოცულობამ 2025 წლის აგვისტოს ბოლოსათვის 62.99 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც 1.02 მილიარდი ლარით, 1.65%-ით მეტია წინა თვის ბოლოს არსებულ მაჩვენებელზე (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 1.76%-ით მეტი). ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს. 

მარეგულირებლის ცნობით, დეპოზიტების წლიურმა ზრდამ გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 11.58% შეადგინა. აგვისტოში, წინა თვესთან შედარებით, ვადიანი დეპოზიტები გაიზარდა 276.94 მილიონი ლარით, ანუ 0.95%-ით (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 1.08%-ით გაიზარდა), ხოლო მოთხოვნამდე დეპოზიტები 745.31 მილიონი ლარით, ანუ 2.28%-ით გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე გაიზარდა 2.37%-ით).

დეპოზიტების ლარიზაციის კოეფიციენტმა 2025 წლის აგვისტოს ბოლოსათვის 50.28 პროცენტი შეადგინა. წინა თვის ბოლო მდგომარეობასთან შედარებით, დეპოზიტების ლარიზაცია შემცირდა 0.05 პროცენტული პუნქტით (გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით შემცირდა 0.11 პროცენტული პუნქტით).

აგვისტოში ვადიან დეპოზიტებზე საშუალო წლიურმა შეწონილმა საბაზრო საპროცენტო განაკვეთმა 6.76% შეადგინა. მათ შორის ეროვნული ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 9.66% , ხოლო უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 2.59%.

უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებში აშშ დოლარის წილმა 78.78% , ხოლო ევროს წილმა19.08% შეადგინა.

გამოგვყევით