ბაზარზე ქილაში მოთავსებული დესერტი - Bancake გამოჩნდა - მოთხოვნა ყოველთვიურად იზრდება, - ამის შესახებ კომპანიის დამფუძნებელმა სერგო ოვჩარენკომ "ბიზნესპარტნიორთან" განაცხადა.
მისივე ინფორმაციით, ახალი პროდუქტი 3 თვეა, რაც wolt-ის აპლიკაციაში იყიდება და მოთხოვნა ყოველთვიურად 15-20%-ით მზარდია.
"7 დასახელების Bancake გვაქვს, მათ შორის, ჩიზქეიქი, ტირამისუ და სხვა. ჩვენ მუდმივად ვფიქრობთ განვითარებაზე და რა თქმა უნდა, ასორტიმენტის გაზრდასაც ვგეგმავთ. გარდა ამისა, როგორც ჩვენთვის არის ცნობილი მსგავსი ტიპის პროდუქტი საქართველოს ბაზარზე არ არის, რაც კიდევ უფრო მეტად განვითარების იმედს გვაძლევს", - აცხადებს სერგო ოვჩარენკო.
კომპანიის დამფუძნებლის თქმით, Bancake ქსელურ მარკეტებში გაფართოებას არ გეგმავს, თუმცა მათი მთავარი მიზანი სხვა ონლაინ პლატფორმებზე გამოჩენა და ასევე, საკუთარი ვებგვერდის შექმნაა, სადაც მომხმარებელს Bancake-ების შეკვეთა მარტივად შეეძლებათ.
ცნობისთვის, ქილაში მოთავსებული დესერტის მწარმოებელი კომპანია Bancake ბაზარზე 3 თვის წინ გამოჩნდა და მათი საწარმო თბილისში, დიღომში მდებარეობს.