logo
Loading data...
მთავარი საზოგადოება

სტატია

არემჯის მხარდაჭერით, რიგით მე-11 გეოლოგიის და სამთო საქმის საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია გაიმართა

არემჯის მხარდაჭერით, რიგით მე-11 გეოლოგიის და სამთო საქმის საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია გაიმართა

1758809186

საქართველოს მინერალოგიური საზოგადოების, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, გრიგოლ წულუკიძის სამთო ინსტიტუტისა და ჰიდროგეოლოგიისა და საინჟინრო გეოლოგიის ორგანიზებითა და კომპანია „არემჯის“ მხარდაჭერით, რიგით მე-11 საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია „სამთო საქმისა და გეოლოგიის განვითარება ეკონომიკის აღორძინების წინაპირობაა” გაიმართა.

საქართველოს წამყვანი სასწავლო უნივერსიტეტებისა (სტუ, თსუ, ილია უნი)  და სამეცნიერო ინსტიტუტების  ხელმძღვანელ პირებთან ერთად, კონფერენციის სამეცნიერო კომიტეტის წევრებს შორის იყო არემჯის გენერალური დირექტორი ჯონი შუბითიძე. კომპანიის მენეჯერები და წამყვან პოზიციებზე დასაქმებული ინჟინერ-ტექნიკური მიმართულების სპეციალისტები აქტიურად იყვნენ წარმოდგენილი, როგორც კონფერენციის საორგანიზაციო კომიტეტში, ასევე მომხსენებლებს შორის.

არემჯის გეოტექნიკური დეპარტამენტის უფროსი ქეთი ბენაშვილი, ერთ-ერთი მომხსენებელია, რომელმაც თავის გუნდთან ერთად  გეოტექნიკური მოდელირების საკითხებს მიუძღვნა გამოსვლა:

„საკითხის საკონფერენციოდ გამოტანა თემის აქტუალობიდან გამომდინარე გადავწყვიტეთ. სამთო მიმართულებით უსაფრთხო ოპერირება ჩვენი წარმოებისთვის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია. ვისაუბრე თუ რამდენად მნიშვნელოვანია გეოტექნიკური მიმართულებით ინფორმაციის სწორად მოძიება, დამუშავება და სწორი რეკომენდაციების გაცემა მოქმედი წარმოებისთვის.

ვფიქრობ ეს მოხსენება ასევე საინტერესო იქნება სტუდენტებისთვის. გეოტექნიკა თავისი სპეციფიკით, სირთულითა და კომპლექსურობით ჯერ კიდევ ახალი დარგია, ამიტომ ასეთ კონფერენციებზე სტუდენტებს საშუალება აქვთ დარგის სიახლეებს, საერთაშორისო გამოცდილებას და ადგილობრივ მაგალითებს გაეცნონ.“

კონფერენციაზე ტრადიციულად, გეოლოგიის დარგისა და სამთო საქმის აქტუალურ საკითხებზე, გარემოსდაცვითი გამოწვევების შეფასებებსა და  მათი ეფექტური გადაწყვეტის გზებზე იყო მსჯელობა.

კონფერენციის ისტორიასა და მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება საქართველოს მინერალოგიური საზოგადოების პრეზიდენტმა ნოდარ ფოფორაძემ, რომელიც ხაზს უსვამს მსგავსი ფორმატით, დარგის სპეციალისტების შეკრების მნიშვნელობას:

„წლების წინ გადავწყვიტეთ, რომ ჩამოგვეყალიბებინა მინერალოგიური საზოგადოება, რათა  სისტემატურად შეგვეკრიბა საქართველოში სახელმწიფო სტრუქტურებსა თუ კერძო სექტორში დასაქმებული  გეოლოგები და სამთოელები და მოგვესმინა თუ რა პრობლემები, რა კონკრეტული გამოწვევებია დარგში და ერთად გვემსჯელა მათი გადაჭრის გზებზე.

 ეს კონფერენცია არის პლატფორმა, სადაც ხდება ყველა იმ საკითხის წამოჭრა, რომელიც პირველ რიგში აწუხებს ამ დარგის სპეციალისტებს. ღონისძიება საერთაშორისოა და მას ყოველწლიურად ესწრებიან და აკვირდებიან ჩვენი უცხოელი კოლეგები, რომლებიც ასევე დიდი სიხარულით გვიზიარებენ საკუთარ გამოცდილებას.

ამ წლების განმავლობაში ძალიან მნიშვნელოვანია კომპანია „არემჯის“ მხარდაჭერა, რომელიც ჩართულია, როგორც კონფერენციის საორგანიზაციო საკითხებში, ასევე შესაძლებლობას აძლევს საკუთარ თანამშრომლებს, წარმოადგინონ ნაშრომები, რომლებიც მომზადებულია  კომპანიის მიმდინარე პროექტების მაგალითებზე.“

წელს კონფერენცია ერთ დღიანი იყო და დამსწრე საზოგადოებამ 14 მოხსენება მოისმინა. ღონისძიება ცალკე სივრცე დაეთმო  სასტენდო მოხსენებებს.

გამოგვყევით