2-3 ოქტომბერს, წინანდალი გადაიქცევა წლის ყველაზე მნიშვნელოვან ბიზნეს სივრცედ - "ბენე ექსკლუზივის" ორგანიზებით ღონისძიება - Networking Georgia გაიმართება, რომელიც თავს მოუყრის 200-მდე კომპანიას და 800-ზე მეტ პროფესიონალს.
როგორც კომპანია "ბენეს" კორპორაციულმა იურისტმა ჯულიანა ცხადაშვილმა გადაცემა "ბიზნესპარტნიორში" განაცხადა, Networking Georgia "ბენე ექსკლუზივის" ყველაზე მასშტაბური ბიზნეს ღონისძიებაა, რომელიც თავის თავში ბიზნესების დაკავშირების შესაძლებლობის შექმნასა და გაზიარებას ემსახურება, რაც "ბენეს" მთავარი ღირებულებაა.
"ბენეს" მიერ აღნიშნული ღონისძიება კორონავირუსის პერიოდამდეც იმართებოდა. წელს კი, გრანდიოზული და მასშტაბური დაბრუნებისთვის ვემზადებით. "ბენე" არ არის მხოლოდ კომპანია - მან დანერგა ერთგვარი კულტურა და ტრადიცია ბიზნეს ინდუსტრიაში, რასაც Networking-ი ჰქვია.
ზოგადად, ძლიერ კონტაქტებს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ბიზნესის განვითარებასა თუ წარმატებაში. მარტივად, რომ ვთქვათ Networking-ი არის დიდი კორპორატიული და ამავდროულად "თიმბილდინგი", რომელიც აერთიანებს საქართველოში ოპერირებული მსხვილი ბიზნეს სექტორის ტოპ მენეჯმენტს. Networking გაიმართება 2-3 ოქტომბერს და 200-მდე კომპანიას და 800-მდე პროფესიონალს ბიზნესის სხვადასხვა ინდუსტრიიდან. მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს სპონსორებს ნდობისთვის და განსაკუთრებით ჩვენს გენერალურ სპონსორს Elt Group-ს.
ფორმალური ნაწილი მოიცავს სპიკერების გამოსვლას და ჩვენი სპიკერები ისაუბრებენ ისეთ თემებზე როგორიცაა, მაგალითად, Art of Branding, Art of AI, Art of leadership, Art of Teambuilding, Art of Photography, Art of Connection, Art of Strategic Partnerships და სხვა. ასევე, ფორმალური ნაწილი აერთიანებს პოტკასტის ნაწილს Benefit Talks-ის სივრცეში, სადაც Networking-ს მნიშვნელობაზე ისაუბრებენ. ჩვენი სპიკერები იქნებიან სანდრო ჯეჯელავა, ნინო ზამბახიძე და ა.შ. პირველ დღეს სწორედ ჩვენი სპიკერები გახსნიან და ძალიან საინტერესო საკითხებზე ისაუბრებენ.
ჩვენ ამ ყველაფერთან ერთად შევქმენით აპლიკაცია, რომელიც გააერთიანებს ყველა მონაწილეს. აპლიკაცია მათ საშუალებას მისცემს აქტივობები მართონ, ჩაერთონ და მთელი წლის განმავლობაში B2B შეხვედრები ჩანიშნონ.
როგორც საქართველოში, ისე მსოფლიოში ალბათ ყველა აღიარებს, რომ გარემოცვა მნიშვნელოვანი აქტივია და სწორედ ამ აქტივს მივცემთ ჩვენს სტუმრებს. შესაბამისად, შეიძლება სწორედ ამ 2-მა დღემ ძალიან ბევრი რამ შეცვალოს ბიზნესისა, თუ კარიერული კუთხით", - აცხადებს "ბენეს" კორპორაციული იურისტი.
რაც შეეხება არაფორმალურ ნაწილს - როგორც ჯულიანა ცხადაშვილმა აღნიშნა - არაფორმალური ნაწილი ძალიან ბევრ ინტელექტუალურ და სპორტულ აქტივობას მოიცავს.
"სტუმრები ჩაერთვებიან ინტერაქტიულ თამაშებსა და გამოწვევებში, რომელიც ახალი კავშირების შექმნას უფრო მარტივს და ბუნებრივს გახდის. ფორმულა 1-ის სიმულაცია და ა.შ. პროგრამის განსაკუთრებული ნაწილია გალა ვახშამი ცოცხალი მუსიკით, რომელიც გაიმართება დღის დასასრულს, დილის იოგა და ველნესი, სკუტერების შეჯიბრი, Smash your bag ჩელენჯი, ექსკლუზიური ღვინის დეგუსტაციები და კულინარიული გამოცდილებები, ასევე ინტერაქტიული "ნეთვორქინგ ქვესთი", რომლის მთავარი პრიზია ვერტმფრენით გასეირნება კახეთის გარშემო", - აცხადებს ჯულიანა ცხადაშვილი.
ცნობისთვის, ღონისძიების გენერალური სპონსორია Elt Group. გასულ წლებთან შედარებით Networking Georgia კიდევ უფრო მასშტაბური იქნება და თავს მოუყრის, როგორც საქართველოს, ისე საერთაშორისო ბაზრის ლიდერ კომპანიებსაც, როგორებიც არიან: Mastercard, Studio Liberty, New Group, Bene Exclusive, Wissol, Karcher, Flowmaster, Bank of Georgia, Bene Group, Fitpass, Leo Institute, Teamboat, Keepz, Aldagi, Nexia, Kairos Logistics, Quissly, Gephra, Georgian Farmers’ Association, Acer, Imedi L, Geosky, Hotsale, Hr Hub, Signify, Bene Comfort, Outlet Village, Jujuna, Shaverde.