"რიკო ჯგუფი" ქუთაისის ცენტრში Courtyard Marriott-ის სასტუმროს ააშენებს, - ამის შესახებ "რიკო ექსპრესის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ ლაშა ნიკოლაიშვილმა გადაცემა "ბიზნესპარტნიორში" დააანონსა.
მისი თქმით, პროექტი Marriott International-ის ფრენჩაიზის ფარგლებში განხორციელდება.
"აღნიშნულ პროექტში 400-მდე ადამიანი დასაქმდება. ჩვენ როგორც თქვენთვის არის ცნობილი, ფულადი გზავნილების ქსელი მთელ ევროპაში გვაქვს და ძალიან ბევრი ჩვენი მომხმარებელი აქ მუშაობს. იმედი გვაქვს, რომ შევქმნით კარგ სამუშაო ადგილებს და შევძლებთ ჩვენი ემიგრანტების დაბრუნებასა და მათ სფეროში დასაქმებას. ამით ქვეყნისთვის კიდევ ერთ კარგ საქმეს გავაკეთებთ", - განაცხადა ლაშა ნიკოლაიშვილმა.