სიღარიბე მცირდება წლიდან წლამდე, 30-პროცენტიანი მაჩვენებელი იყო 2012 წელს, როდესაც ჩვენ გადავიბარეთ ხელისუფლება და ეს მაჩვენებელი ჩამოსულია 350 ათასამდე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, სიღარიბის მონაცემები ქვეყნდება მუდმივად, წლიდან წლამდე და პირველად საქართველოში სწორედ შარშან დაფიქსირდა სიღარიბის ერთნიშნა მაჩვენებელი 9,4 პროცენტი.
„სიღარიბე მცირდება წლიდან წლამდე, 30-პროცენტიანი მაჩვენებელი იყო 2012 წელს, როდესაც ჩვენ გადავიბარეთ ხელისუფლება, ეს ნიშნავს იმას, რომ მილიონ ასი ათასზე მეტი ადამიანი ცხოვრობდა სიღარიბის ზღვარს მიღმა. ეს მაჩვენებელი ჩამოსულია 350 ათასამდე, რაც ნიშნავს იმას, რომ სიღარიბე კვლავაც რჩება ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთ უმთავრეს გამოწვევად და სწორედ ამისათვის გვჭირდება ინვესტიციები, ეკონომიკის ზრდა, სწრაფი ეკონომიკური განვითარება, რომ ეს 350 ათასიც ჩამოვიდეს ნულამდე. სიღარიბის აღმოფხვრა არის ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი ეროვნული ამოცანა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.