2025 წლის აგვისტოში, თბილისში საშუალო ზომის ბინის (50-60 მ2) ქირის ფასი თვეში, 0.7%-ით გაიზარდა და კვადრატულზე 9.6 აშშ დოლარი შეადგინა, რაც გასული წლის აგვისტოს ფასს 3.4%-ით ჩამორჩება. ამის შესახებ Galt & Taggart-ის კვლევაშია აღნიშნული.
"2025 წლის აგვისტოში ნებართვა გაიცა 22 საცხოვრებელ პროექტზე, რომელთა ჯამური საცხოვრებელი ფართი 145,928 მ2-ს შეადგენდა (+6.9% წ/წ). ჯამურად, 2025 წლის 8 თვეში გაცემული ნებართვების მოცულობა წლიურად 3.3%-ით გაიზარდა.
2025 წლის აგვისტოში, პირველად ბაზარზე ბინის ფასმა ნელი ტემპით განაგრძო ზრდა. კვადრატული მეტრის საშუალო ფასი თვიურად 0.1%-ით გაიზარდა და 1,341 აშშ დოლარს მიაღწია. ამასთან, მეორადი ბაზრის ახალ პროექტებში (რაც 2013 წლიდან გაცემული ნებართვებით აშენდა) ფასი გასულ თვესთან შედარებით 2.8%-ით გაიზარდა და 1,299 აშშ დოლარი შეადგინა", - აღნიშნულია ინფორმაციაში.