logo
Loading data...
მთავარი ფინანსები

სტატია

საქართველოს წმინდა საერთაშორისო საინვესტიციო პოზიცია გაუმჯობესდა - სებ

საქართველოს წმინდა საერთაშორისო საინვესტიციო პოზიცია გაუმჯობესდა - სებ

1782823085

საქართველოს წმინდა საერთაშორისო საინვესტიციო პოზიციამ, 2026 წლის 31  მარტის მდგომარეობით, -32.1 მლრდ აშშ დოლარი (-86.7 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც ბოლო ოთხი კვარტალის  მშპ-ს - 81.3 პროცენტია (2025 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით იგივე მაჩვენებელი წლიური მშპ-ს - 84.5 პროცენტი იყო). წმინდა საერთაშორისო საინვესტიციო პოზიცია წინა კვარტალთან შედარებით 142.4 მლნ აშშ დოლარით გაუმჯობესდა.

2026 წლის 31 მარტის მდგომარეობით, მთლიანი საერთაშორისო აქტივები 20.5 მლრდ აშშ დოლარია (55.5 მლრდ ლარი), რაც წინა კვარტლის მაჩვენებელს 529.5 მლნ აშშ დოლარით აღემატება.

მთლიანმა საერთაშორისო ვალდებულებებმა 52.6 მლრდ აშშ დოლარი (142.1 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც წინა პერიოდის მაჩვენებელზე 387.1 მლნ აშშ დოლარით მეტია.

წინამდებარე სტატისტიკური ინფორმაცია ქვეყნდება საქართველოს ეროვნული ბანკის ვებგვერდზე, სტატისტიკის რუბრიკაში.

გამოგვყევით