logo
Loading data...
მთავარი ფინანსები

სტატია

სებ-მა AntGroup-თან პარტნიორობით ფინტექის სფეროს წარმომადგენლებისთვის პროფესიული განვითარების პროგრამა შეიმუშავა

სებ-მა AntGroup-თან პარტნიორობით ფინტექის სფეროს წარმომადგენლებისთვის პროფესიული განვითარების პროგრამა შეიმუშავა

1769178816

საქართველოს ეროვნული ბანკის ინიციატივით, საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის (IFC) და AntGroup-ის მიერ დაარსებულ 10x1000 Tech for Inclusion საერთაშორისო ფინტექ სასწავლო პლატფორმასთან პარტნიორობით, ექსკლუზიურად შემუშავდა პროფესიული განვითარების პროგრამა - AI Career Builder for Fintech Professionals.ამის შესახებ ინფორმაციას  საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს.

აღნიშნული პროგრამა შესაძლებლობას მისცემს ფინტექ ეკოსისტემით დაინტერესებულ პირებს, დარგის პროფესიონალებს, საფინანსო სექტორის წარმომადგენლებს და მოქმედ პრაქტიკოსებს კარიერული განვითარების გზაზე მიიღონ ინფორმაცია ხელოვნური ინტელექტის მნიშვნელობის შესახებ ინდუსტრიული ინოვაციებისთვის.

AI Career Builder for Fintech Professionals წარმოადგენს 10x1000 Tech for Inclusion-ის ახალ პროგრამას შერეული სწავლების მოდელით და მასში მონაწილეობის მიღება თავისუფალია. პროგრამა ექსკლუზიურ ინტერაქციულ ონლაინ სესიასთან ერთად, აერთიანებს მოქნილ სწავლებისა და თვითშეფასების მოდულებს, რაც მონაწილეებს უნიკალურ შესაძლებლობას მისცემს მიიღონ ინფორმაცია ექსპერტებისგან, მათ შორის, საქართველოს ეროვნული ბანკის წარმომადგენლებისა და გლობალურად, 10x1000 საზოგადოების ლიდერებისგან. ამასთან, მათ შესაძლებლობა ექნებათ სტრატეგიულად დაგეგმონ თავიანთი პროფესიული ნაბიჯები ფინტექის დინამიურ სამყაროში.

საქართველოს ეროვნული ბანკი მუდმივად ზრუნავს ქვეყანაში ფინანსური ტექნოლოგიების განვითარებაზე და ამ მხრივ გამორჩეულია ცნობიერების ამაღლებისა და განათლებასთან დაკავშირებული აქტივობებით. სებ-ი პერიოდულად მართავს საინფორმაციო და საგანმანათლებლო შეხვედრებს საერთაშორისო პარტნიორებისა (მსოფლიო ბანკი, საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია და სხვ.) და ექსპერტების ჩართულობით.

პროფესიული განვითარების პროგრამით დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ მოგვმართონ შემდეგ მისამართზე - innovationoffice@nbg.gov.ge

გამოგვყევით