logo
Loading data...
მთავარი ფინანსები

სტატია

"თბილისის ფინანსური სამიტი" ხელს უწყობს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას და ინვესტიციების მოზიდვას - Making Science Sweeft

"თბილისის ფინანსური სამიტი" ხელს უწყობს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას და ინვესტიციების მოზიდვას, - ამის შესახებ კომპანია Making Science Sweeft-ის აღმასრულებელმა დირექტორმა თემო მაღრაძემ ფინანსური სამიტის დაწყებისას, ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, ჩვენს ქვეყანაში უფრო და უფრო მეტი საერთაშორისო კომპანია იჩენს ინვესტიციის ჩადების ინტერესს.

“ფინანსური სამიტი არა მხოლოდ  კომპანიებისთვის, არამედ ზოგადად ქვეყნისთვის არის მნიშვნელოვანი. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ინვესტიციების კუთხით. მსოფლიო რუკაზე საქართველო უფრო მკვეთრად ჩანს და ჩვენს ქვეყანაში უფრო მეტი საერთაშორისო კომპანია და ქვეყნის წარმომადგენელი იჩენს ინვესტიციის ჩადების ინტერესს. მსგავსი ფორუმები მაქსიმალურად ხელს უწყობს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას და ინვესტიციების მოზიდვას.

ჩვენი კომპანია არა მხოლოდ IT კუთხით მუშაობს, არამდედ ქვეყნის გარეთ და შიგნით ფინტექ მიმართულებით ბევრი პროექტი გვაქვს. შესაბამისად, პარტნიორები, რომლებსაც მსგავს ფორუმებზე ვიძენთ გვაძლევს საშუალებას, რომ მეტი ადამიანი დავასაქმოთ ჩვენს კომპანიაში, რომელიც საქართველოდან ქვეყნის გარეთ იმუშავებს. ეს თავისთავად ზრდის ინტერესს ადამიანების, რომლებიც ჩართულები არიან ფინტექ და IT მიმართულებით და ასევე, მნიშვნელოვანია ქვეყანაში დიდი კომპანიებს შემოსვლის მიზნით, რომლებიც ბევრ ქვეყანაში აქედან ოპერირებენ. უნდა აღვნიშნო, რომ ქვეყნის პოლიტიკაც მაქსიმალურად მიმართულია იმისკენ, რომ დიდი შეღავათები აქვთ IT კომპანიებს, რათა საქართველოდან ოპერირება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში განახორციელონ”, - აცხადებს თემო მაღრაძე.

შეგახსენებთ, თბილისში, ოპერისა და ბალეტის თეატრში აბრეშუმის გზის მეხუთე ფორუმი გაიხსნა. ფორუმი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის პატრონაჟით 22 -23 ოქტომბერს ტარდება და მასში მონაწილეობას მაღალი რანგის პოლიტიკური პირები,  ბიზნესსექტორის და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები იღებენ.

„თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი“ 2015 წლიდან, ორ წელიწადში ერთხელ ტარდება. ამ პერიოდის განმავლობაში ფორუმი ჩამოყალიბდა საერთაშორისო ბრენდად და მაღალი დონის პლატფორმად სხვადასხვა ქვეყნების მთავრობებს შორის დიალოგისითვის, ასევე ორგანიზაციებსა და ბიზნესის წარმომადგენლებს შორის ორმხრივი და მრავალმხრივი შეხვედრებისთვის.

გამოგვყევით