logo
Loading data...
მთავარი ფინანსები

სტატია

ალექს მატუა - მაღალი საპროცენტო განაკვეთების გამო იპოთეკურ სესხებზე მოთხოვნა შემცირებულია

"პროკრედიტ ბანკის" აღმასრულებელი დირექტორის, ალექს მატუას თქმით, იპოთეკურ სესხებზე მოთხოვნა ბოლო პერიოდში შემცირდა, რაც როგორც უცხოურ, ისე ადგილობრივ ვალუტაში მაღალი საპროცენტო განაკვეთებით არის განპირობებული.

როგორც მან განმარტა, იპოთეკური სესხების ბაზარზე გავლენას ორი ძირითადი ფაქტორი ახდენს - რეგულაციები და მოთხოვნა.

"ჩვენ იპოთეკური სესხები ორ ნაწილად შეგვიძლია გავყოთ. ერთი როდესაც მარეგულირებელს ეხება საქმე და მეორე, რომელიც ეხება იპოთეკურ სესხებზე მოთხოვნას.

თუ სესხებზე საპროცენტო განაკვეთი მაღალია ამ შემთხვევაში მოთხოვნა იკლებს და პირიქით. ბოლო პერიოდში როგორც უცხოურ ვალუტაში, ისე ლოკალურ ვალუტაში საპროცენტო განაკვეთი არის მაღალი. შესაბამისად, მოთხოვნა არ არის იგივე დონის როგორიც აქამდე იყო, როცა იაფი იყო ფული. შესაბამისად, ეს არის ერთ-ერთი კომპონენტი ამ მოთხოვნა-მიწოდების ნაწილში. რაც შეეხება რეგულაციას - კომერციული ბანკები მჭიდროდ თანამშრომლობენ ეროვნულ ბანკთან. თუ გარკვეული ტიპის ინიციატივები არის, საბანკო ასოციაციის მეშვეობით ეს იდეები ეროვნულ ბანკს მიეწოდება, ხდება დამუშავება და შესაბამისად, ადეკვატური გადაწყვეტილებების მიღება. თუ ასეთი ტიპის მოთხოვნა საბანკო სექტორიდან წავა, რა თქმა უნდა, ეს განიხილება ეროვნული ბანკის მხრიდან.

ჩვენ ძალიან აქტიურები არ ვართ იპოთეკურ სესხებში, თუმცა დინამიკას ვაკვირდებით და ჩვენს შემთხვევაში შემცირებული არ არის. ალბათ გარკვეული პერიოდის შემდეგ, როდესაც ფასები დასტაბილურდება როგორც უძრავი ქონების ისე ფულის ფასი, ვფიქრობ, ეს მოთხოვნა გაიზრდება”, - აცხადებს ალექს მატუა. 

გამოგვყევით