logo
Loading data...
მთავარი ფინანსები

სტატია

თებერვალში რუსეთიდან გადმორიცხვები 44.7%-ით შემცირდა - ეროვნული ბანკი

თებერვალში რუსეთიდან გადმორიცხვები 44.7%-ით შემცირდა - ეროვნული ბანკი

1742223120

ეროვნული ბანკის თებერვლის თვის ფულადი გზავნილების სტატისტიკის თანახმად, კლების ტენდენციით ხასიათდება ფულადი გზავნილები რუსეთის ფედერაციიდან და თებერვალში აღნიშნული მაჩვენებელი წინა წელთან შედარებით 44.7%-ით შემცირდა. ამასთან, თებერვალში გზავნილების მაქსიმალური წილი ევროკავშირის ქვეყნებზე მოდის და 44%-ს შეადგენს, შესაბამისი 110.7 მლნ აშშ დოლარით. ევროკავშირის ქვეყნებიდან აღსანიშნავია იტალიის, გერმანიის და საბერძნეთის მაღალი წილი მთლიან ფულად გზავნილებში.

ზრდა ფიქსირდება აშშ-დან გადმორიცხვების ნაწილშიც, რაც წლიური 13.9%-ით გაიზარდა და 47.3 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

2025 წლის თებერვალში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 252.3 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 5.3%-ით ნაკლებია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

ცნობისთვის, 2025 წლის თებერვალში საქართველოდან საზღვარგარეთ 28.7 მლნ აშშ დოლარი (80.9 მლნ ლარი) გადაიგზავნა.

გამოგვყევით