logo
Loading data...
მთავარი ფინანსები

სტატია

"უახლოეს წლებში ნაღდი ფულით გადახდების წილი დაახლოებით 10%-მდე უნდა შემცირდეს" - ლევან კობახიძე

საქართველოს ბანკის გადახდების ბიზნესის მიმართულების ხელმძღვანელის, ლევან კობახიძის შეფასებით, უახლოეს წლებში ნაღდი ფულით გადახდების წილი დაახლოებით 10%-მდე უნდა შემცირდეს.

როგორც ლევან კობახიძე გადაცემა "ბიზნესპარტნიორში" განმარტავს, საქართველოს ბანკი მუდმივად მუშაობს, რომ ბაზარს ახალი პროდუქტები შესთავაზოს, მათ შორის, კრიპტოვალუტით გადახდების მიმართულებით.

"დღეს გადახდების ნახევარი მოდის უკონტაქტო მობილურ გადახდებზე - Apple Pay-სა და Google Pay-ზე, რომლებიც მომხმარებლისთვის ძალიან მარტივი გამოსაყენებელია. საქართველო ერთ-ერთი პირველი იყო 200 ქვეყანას შორის, სადაც Apple Pay-სა და Google Pay-ს ადაპტაცია ყველაზე სწრაფად მოხდა. ამ ყველაფერმა მომხმარებლებისთვის დიდი კომფორტი შექმნა.

ამასთან, მუდმივად ვმუშაობთ, რომ ბაზარს ახალი პროდუქტები შევთავაზოთ, მათ შორის, კრიპტოვალუტით გადახდების მიმართულებით. ასევე, დღის წესრიგშია ხელოვნური ინტელექტი და ამ მიმართულებითაც ვმუშაობთ. მნიშვნელოვანია, ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტების გამოყენებით მომხმარებლებს კიდევ უფრო მეტი კომფორტი შევუქმნათ და გადახდის შესაძლებლობა იქვე შეძლონ. ჩვენი ამოცანაა, ნაღდი ფულის წილი კიდევ უფრო შემცირდეს და უახლოეს წლებში დაახლოებით 10%-მდე ჩამოვიდეს. ეს არის დონე, რომელზედაც დღეს სკანდინავიური ქვეყნები იმყოფებიან და გვჯერა, ამ მაჩვენებლამდე მისვლას შევძლებთ", - აცხადებს ლევან კობახიძე.

გამოგვყევით