logo
Loading data...
მთავარი ჯანდაცვა

სტატია

ნაბიჯი იმედისთვის - კახა ჭუბაბრიას სახელობის ონკოლოგიის ფონდი ლისის ტბაზე საქველმოქმედო გარბენს მართავს

ნაბიჯი იმედისთვის - კახა ჭუბაბრიას სახელობის ონკოლოგიის ფონდი ლისის ტბაზე საქველმოქმედო გარბენს მართავს

1791182760

კახა ჭუბაბრიას სახელობის საქველმოქმედო ფონდი ონკოლოგიური პაციენტებისთვის, 10 ოქტომბერს,ლისზე  საქველმოქმედო ვოლკათლონის (WALKATHLON) ჩატარებას გეგმავს.

როგორც ფონდში აცხადებენ,  ვოლკათლონუდან შემოსული თანხა სრულად საქველმოქმედო ონკოლოგიურ ფონდს მოხმარდება.

„ყველა, ვინც არის ან არ არის Facebook-ზე. შემოუერთდით საქველმოქმედო გარბენს – CHARITY ONCOLOGY FUND WALKATHLON! ერთად დავეხმაროთ მათ, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება.

თარიღი: 10 ოქტომბერი, 2026
დრო: 10:00 - 15:00
ადგილი: ლისის ტბა, თბილისი, საქართველო

ღონისძიების განრიგი:
10:00 - 12:00 — გარბენი / სეირნობა (2-5K)
12:00 - 13:30 — მიღების ლანჩი

ბილეთის ფასი: 100 ლარი
RSVP / რეგისტრაცია: 599-575351 | 599-110711
დონაცია / ინფორმაცია: charityonco.com.ge

WALKATHLON არ არის მხოლოდ გარბენი — ეს არის მხარდაჭერა და იმედი ონკოლოგიური პაციენტებისთვის,“-აღნიშნავენ ფონდში.

ცნობისთვის, კახა ჭუბაბრიას სახელობის საქველმოქმედო ფონდი ონკოლოგიური პაციენტებისთვის. ჩვენი მისიაა ფინანსური მხარდაჭერა გავუწიოთ ონკოლოგიური დაავადების მქონე პაციენტებს საქართველოში.

გამოგვყევით