logo
Loading data...

ონკოპაციენტები მედიკამენტებს ლიმიტის გარეშე მიიღებენ - ახალი გადაწყვეტილება

ონკოპაციენტები მედიკამენტებს ლიმიტის გარეშე მიიღებენ - ახალი გადაწყვეტილება

1712331234

ონკოპაციენტები მედიკამენტებს ლიმიტის გარეშე მიიღებენ. მთავრობასთან შეთანხმებით მიღებული ამ გადაწყვეტილების შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ დღეს, სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა და ცვლილებები ასე განმარტა:

„25 ათასლარიანი ლიმიტის კალკლულაციიდან ცალკე იქნება გამოტანილი ონკოლოგიური მედიკამენტები, რომლებიც გათვალისწინებულია შესაბამისი სახელმწიფო პროგრამით. ამგვარად, პრაქტიკულად გამოირიცხება იმის შესაძლებლობა, რომ რომელიმე პაციენტისთვის ლიმიტის გამო ხელმიუწვდომელი გახდეს სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული  მკურნალობის სრული კურსი. ეს ცვლილება შეეხება იმ პაციენტებსაც, რომლებსაც უკვე ამ დროისთვისაც შეიძლება ჰქონდეთ ამოწურული აღნიშნული 25-ათასლარიანი ლიმიტი. დაწყებულია მუშაობა ამ გადაწყვეტილების საფუძველზე შესაბამის ნორმატიული აქტებში ცვლილებების შესატანად, რაც უახლოეს დღეებში განხორციელდება,“ - განაცადა სარჯველაძემ და აღნიშნა, რომ  გაგრძელდება მუშაობა ყველა სხვა მიმართულებით ამ პაციენტებთან დაკავშირებით. 

შეგახსენებთ, რომ ონკოპაციენტების ნაწილი მათი მკურნალობის დაფინანსებაზე არსებული წლიური 25-ათასლარიანი ლიმიტის მოხსნას და მედიკამენტების მიწოდების უწყვეტობას ითხოვდა. ამ მოთხოვნით მათ 8 აპრილს, მთავრობის ადმინისტრაციასთან აქციაც დააანონსეს.

jandacva.ge

გადაცემები

info@bp.ge

+995595334912

გამოგვყევით