logo
Loading data...
მთავარი მსოფლიო

სტატია

ჩინეთს სურს მის მიწოდების ჯაჭვზე დამოკიდებული უფრო მეტი ქვეყანა გახდეს

ჩინეთი ამბობს, რომ ეწინააღმდეგება მიწოდების ჯაჭვის დაშლას და სურს, უფრო მჭიდრო კავშირები დაამყაროს ყველა ქვეყანასთან, - ამის შესახებ პრემიერმა ლი ციანმა იმ ტენდენციის საპასუხოდ განაცხადა, რომლის თანახმადაც, ქვეყნების მზარდი რაოდენობა, მათი მიწოდების ჯაჭვების ჩინეთზე დამოკიდებულების გამო შეშფოთებას გამოხატავს.

ქვეყნის მიერ ორგანიზებულ პირველ China International Supply Chain Expo (CISCE)-ზე სიტყვით გამოსვლისას, ლიმ თქვა, რომ ჩინეთი გააგრძელებს საერთაშორისო და კანონის უზენაესობაზე დაფუძნებული ბიზნეს გარემოს შექმნას.

გამოფენა, რომელიც ჩინეთის საერთაშორისო ვაჭრობის ხელშეწყობის სახელმწიფო საბჭოს მიერაა ორგანიზებული, პეკინის მცდელობაა გაზარდოს უცხოური ინვესტიციები ჩინეთში, რომელიც ისტორიულ მინიმუმამდეა დაცემული.

ლის გამოსვლა ერთგვარად, ეხმიანება შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის მოწოდებებს, რომლებიც გასული წლიდან მოუწოდებენ ქვეყნებს, შეცვალონ მათი მიწოდების ჯაჭვები, რათა შემცირდეს ჩინეთზე გადაჭარბებული დამოკიდებულება გარკვეულ სექტორებში. ასევე, ჩამოიშორონ ჩინური საწარმოები და შეუწყვიტონ მოწინავე ნახევარგამტარების მიწოდება.

გამოგვყევით