logo
Loading data...

"ჭიაკოკონა" დასჯადია - რა შემთხვევაში მოგიწევთ 500-დან ₾1500-მდე ჯარიმის გადახდა

"ჭიაკოკონა" დასჯადია - რა შემთხვევაში მოგიწევთ 500-დან ₾1500-მდე ჯარიმის გადახდა

1714478770

ჭიაკოკონობის ღამეს“ ნარჩენის დაწვაზე კონტროლი გამკაცრდება - ინფორმაციას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს.  უწყების ინფორმაციით, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულის წინა ოთხშაბათს ტრადიციული რიტუალი - „ჭიაკოკონობა“ იმართება. რიტუალის დროს ცეცხლის დასანთებად, მოსახლეობა სხვადასხვა ტიპის მუნიციპალურ ნარჩენს იყენებს. 

უწყების ცნობით,  ნარჩენების დაწვისას გამოიყოფა ტოქსიკური, კანცეროგებული ნივთიერებები და აირები; საფრთხე ექმნება გარემოს, ასევე მოსახლეობის, განსაკუთრებით კი, ბავშვების ჯანმრთელობას, რომლებიც აქტიურად მონაწილეობენ რიტუალში.

მათივე ცნობით, ფოთლების, ბაღის/პარკის ნარჩენების, საყოფაცხოვრებო ნარჩენების ღია წესით დაწვა გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით; ხოლო საბურავის, რეზინისა და სხვა ელასტომერული მასალის ღია წესით დაწვის შემთხვევაში, სამართალდამრღვევს 1 500 ლარის ოდენობის ჯარიმის გადახდა მოუწევს.

"გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი „ჭიაკოკონობის“ ღამეს კონტროლს გაამკაცრებს და თითოეულ სამართალდარღვევაზე შესაბამის რეაგირებას მოახდენს," - აღნიშნულია დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

გადაცემები

info@bp.ge

+995595334912

გამოგვყევით