logo
Loading data...

"გლობალური კორუფციის ინდექსში" საქართველომ "კორუფციის დაბალი დონის" სტატუსი მიიღო და რეგიონში ლიდერია

"გლობალური კორუფციის ინდექსში" საქართველომ "კორუფციის დაბალი დონის" სტატუსი მიიღო და რეგიონში ლიდერია

1699525780

მსოფლიოს მოწინავე ანალიტიკურმა ცენტრმა, შვეიცარიულმა ორგანიზაციამ - Global Risk Profile (GRP) "გლობალური კორუფციის ინდექსი 2023" გამოაქვეყნა.

რეიტინგში საქართველო 2 ადგილით დაწინაურდა, მსოფლიოს 196 ქვეყანასა და ტერიტორიას შორის საუკეთესო 25%-ში მოხვდა და მსოფლიოში 43-ე ადგილი დაიკავა. შავიზღვისპირეთში, კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში კი პირველი ადგილი მიიღო - სტატუსით "კორუფციის დაბალი დონე".

საქართველო აღნიშნულ რეგიონში ერთადერთი ქვეყანაა, რომელსაც "კორუფციის დაბალი დონის" სტატუსი აქვს. კორუფციისაგან თავისუფლებით საქართველომ გაუსწრო ევროკავშირის წევრობის კანდიდატ ყველა ქვეყანას, ევროკავშირის და ნატოს წევრ 8 სახელმწიფოს.

GCI-ის გამოსათვლელად განიხილება 6 ინდიკატორი, რომელთაგან 4 ორიენტირებულია კორუფციაზე, ხოლო 2 ფინანსურ დანაშაულზე.

გადაცემები

info@bp.ge

+995595334912

გამოგვყევით