logo
Loading data...
მთავარი საზოგადოება

სტატია

I-II კვარტალში საქართველოში 4 759 ხანძარი დაფიქსირდა, რის შედეგადაც 165 შენობა-ნაგებობა განადგურდა

2026 წლის I-II კვარტალში საქართველოში 4 759 ხანძარი დაფიქსირდა, რის შედეგადაც 165 შენობა-ნაგებობა განადგურდა. აღნიშნულის შესახებ სტატისტიკურ მონაცემებს "საქსტატი" საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით აქვეყნებს.

მათივე ინფორმაციით, 2025 წელს საქართველოში სულ 14 069 ხანძარი მოხდა, ხოლო განადგურდა 509 შენობა-ნაგებობა.

ამასთან, 2026 წლის I-II კვარტალში ხანძრების შედეგად 18 პირუტყვი დაიღუპა, ხოლო 2025 წელს - ჯამში 219.

ცნობისთვის, სტატისტიკა ასახავს 2026 წლის პირველი ექვსი თვის მონაცემებს და მოიცავს ქვეყნის მასშტაბით რეგისტრირებულ ხანძრებისა და წაკიდების შემთხვევებს.

გამოგვყევით