logo
Loading data...
მთავარი საზოგადოება

სტატია

კონკურენციის სააგენტოს წარმომადგენლებმა კახეთის სკოლებში საინფორმაციო-საგანმანათლებლო შეხვედრები გამართეს

კონკურენციის სააგენტოს წარმომადგენლებმა კახეთის სკოლებში საინფორმაციო-საგანმანათლებლო შეხვედრები გამართეს

1775116412

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს წარმომადგენლებმა კახეთის რეგიონში სსიპ ავლიპე ზურაბიშვილის სახელობის ქალაქ სიღნაღის  და სსიპ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ სამთაწყაროს საჯარო  სკოლებში საინფორმაციო-საგანმანათლებლო შეხვედრები გამართეს.

შეხვედრების ფარგლებში, სააგენტოს თანამშრომლებმა საბაზო და საშუალო საფეხურების მოსწავლეებს დეტალურად გააცნეს მომხმარებელთა უფლებები, მათი დაცვის მექანიზმები და კონკურენციის პოლიტიკის მთავარი პრინციპები. მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ, GCCA-ის წარმომადგენლებისგან მათთვის საინტერესო კითხვებზე პასუხები მიეღოთ.

სკოლებში შეხვედრები GCCA-ის სასწავლო-კვლევითი ცენტრის ორგანიზებითა და საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება.

გამოგვყევით