2024 წლის 1 ივლისიდან, უქმდება 2011 წლის 28 ივლისამდე გაცემული არაელექტრონული (ლამინირებული) პირადობის მოწმობები, - ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო ავრცელებს.
მათივე ცნობით, 2024 წლის 15 მარტიდან იუსტიციის სამინისტრო არაელექტრონული (ლამინირებული) პირადობის მოწმობების მფლობელთათვის უზრუნველყოფს პირადობის ელექტრონული მოწმობებით (ID ბარათით) უსასყიდლოდ ჩანაცვლებას.
"2011 წლის 28 ივლისამდე გაცემული არაელექტრონული (ლამინირებული) პირადობის მოწმობის პირადობის ელექტრონული მოწმობით (ID ბარათით) უსასყიდლოდ ჩანაცვლების მიზნით, მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმართეთ იუსტიციის სახლებსა და მობილურ იუსტიციის სახლებს,"-აღნიშნულია სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.