logo
Loading data...

მთავრობამ ახალი სტადიონის მშენებლობისთვის სპეციალური უწყებათაშორისი კომისია შექმნა

მთავრობამ ახალი სტადიონის მშენებლობისთვის სპეციალური უწყებათაშორისი კომისია შექმნა

1714637075

მთავრობამ თბილისში ფეხბურთისა და რაგბისთვის განკუთვნილი ახალი სტადიონის მშენებლობისთვის სპეციალური უწყებათაშორისი კომისია შექმნა. აღნიშნულ საკითხზე შესაბამისი განკარგულება საქართველოს მთავრობის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა

განკარგულების მიხედვით, უწყებათაშორისი კომისიის თავმჯდომარე პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე იქნება, კომისიაში შედიან ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, კულტურისა და სპორტის, ფინანსთა და  ინფრასტრუქტურის მინისტრები, თბილისის მერი.  ასევე მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე, საქართველოს ფეხბურტის ფედერაციისა და   საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტები. 

შეგახსენებთ, ახალი სტადიონის სავარაუდო ლოკაცია იქნება ახალი აეროპორტის მიმდებარე ტერიტორია. ის იქნება 70 000 მაყურებელზე გათვლილი.

„გვინდა, ავაშენოთ ახალი სტადიონი თბილისში, რომელიც არსებითად სპორტის ამ ორ სახეობას მოემსახურება, გათვლილი იქნება 70 000 მაყურებელზე, იქნება უმაღლესი, თანამედროვე სტანდარტების სტადიონი, რომელიც მოგვცემს საშუალებას, ვუმასპინძლოთ უმაღლესი რანგის მატჩებს ჩვენს დედაქალაქში, მათ შორის ჩემპიონთა ლიგის ფინალის ჩათვლით. ეს იქნება ბრიტანული სტილის სტადიონი. მოგეხსენებათ, ბრიტანული სტილის სტადიონებს არ აქვთ სარბენი ბილიკები. ასეთ დროს, მაქსიმალურად ემოციურია კავშირი გულშემატკივარსა და გუნდს შორის. ეს ყველაფერი გუნდის წარმატებაზე კიდევ მეტად აისახება. ეს იქნება უმაღლესი სტანდარტის სტადიონი. სავარაუდო ლოკაცია იქნება ახალი აეროპორტის მიმდებარე ტერიტორია“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ აღნიშნული პროექტის დაანონსებისას. 

სოფო ქსოვრელი

გადაცემები

info@bp.ge

+995595334912

გამოგვყევით