logo
Loading data...
მთავარი საზოგადოება

სტატია

საქართველოში ატმოსფერულ ჰაერში მყარი ნაწილაკების კონცენტრაცია კვლავ შეინიშნება - სააგენტოს განცხადება

საქართველოში ატმოსფერულ ჰაერში მყარი ნაწილაკების კონცენტრაცია კვლავ შეინიშნება - სააგენტოს განცხადება

1764001516

გარემოს ეროვნული სააგენტო ავტომატური სადგურების საშუალებით ატმოსფერული ჰაერის ხარისხის უწყვეტ მონიტორინგს განაგრძობს.

"24 ნოემბრის მდგომარეობით, საქართველოს ტერიტორიაზე, ზოგიერთ სადგურზე ატმოსფერულ ჰაერში მყარი ნაწილაკების (PM10 და PM2.5) კონცენტრაცია კვლავ შეინიშნება, რაც განპირობებულია სამხრეთ დასავლეთიდან და სამხრეთ აღმოსავლეთიდან მტვრის მასების გავრცელებით. სიტუაციის გაუმჯობესება დამოკიდებულია მეტეოროლოგიურ მდგომარეობაზე.

ჰაერის ხარისხის მდგომარეობის შესახებ ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შესაძლებლობა აქვს გაეცნოს ინფორმაციას ჰაერის ხარისხის მდგომარეობის შესახებ და ასევე მიიღოს შესაბამისი რეკომენდაციები ატმოსფერული ჰაერის ხარისხის პორტალზე www.air.gov.ge," -  აღნიშნულია გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

ეკონომიკა

გამოგვყევით